ქალაქი თბილისი , აწყურის ქუჩასა და რკინიგზას შორის
Decision
- Decision number
- 4987985
- Decision date
- 16 June 2020
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ვაშაკიძე
- Developer (company ID)
- 206121515
Parcel
- Cadastral code
- 01.17.13.010.016
- Owner
- შპს "ჯუბა 2002" (206121515)
- Area
- 801 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.13.010.016Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1750471
- Status
- Rejected
- Registered
- 25 May 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 16 June 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 25 მაისს №AR1750471 განცხადებით მომართა დავით ვაშაკიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №4552483 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2019 წლის 08 იანვრის №AR1653933 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, აწყურის ქუჩასა და რკინიგზას შორის, №01.17.13.010.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის/შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და სამსახურის 2019 წლის 21 იანვრის №4343072, 2019 წლის 14 თებერვლის №4375461, 2019 წლის 04 აპრილის №4445621 გადაწყვეტილებებით დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ კონკრეტული ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. ასევე, განგემარტათ, რომ სამსახურის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი განცხადება დარჩებოდა განუხილველი. სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №4552483 გადაწყვეტილებით თქვენი 2019 წლის 08 იანვრის №AR1653933 განცხადება დარჩა განუხილველი. 2020 წლის 25 მაისის №AR1750471 განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №4552483 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება, იმ საფუძვლით, რომ ინდივიდუალური ადმინიტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის უკანონო. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურს უფლება აქვს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონიერი აქტი, რომელიც, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს კანონიერი, ხოლო ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით, განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე ზემოღანიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა 2019 წლის 19 ივნისის №4552483 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. თუ თვლით, რომ სამსახურის 2019 წლის 19 ივნისის №4552483 გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები და იგი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას, შეგიძლიათ გაასაჩივროთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილის, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 16 June 2020Decision4987985 - Refused
- 25 May 2020Files uploaded
Documents
Other files1
- mindobiloba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal