OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , მე-12 კმ.

AR1751509Construction permitOther use1 June 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
4969824
Decision date
2 June 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დავით ჩერქეზიშვილი
Developer (company ID)
400028849

Parcel

Cadastral code
01.72.14.013.102
Owner
შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (400028849)
Area
8,287 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1751509
Status
Approved
Registered
1 June 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 2 June 2020Decision4969824 - Granted
  2. 2 June 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 01 ივნისს №AR1751509 განცხადებით მომართა დავით ჩერქეზიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებით ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ., №01.72.14.013.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და საპროექტო ობიექტად ლაბორატორიასთან ერთად ადმინისტრაციული შენობის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 19 მარტის №AR1741009 განცხადებით მოთხოვნილ იქნა ქალაქ თბილისში, დავით აღმაშენებლის მე-12 კმ., №01.72.14.013.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ლაბორატორიის და ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებაზე სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა შენობა-ნაგებობების განთავსების სქემა, რომელზეც მონიშნული იქნა ორივე საპროექტო ობიექტი. ასევე, საინფორმაციო ბანერი ორივე საპროექტო ობიექტის მითითებით. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტად არასწორად დაფიქსირდა მხოლოდ ლაბორატორია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებაში, კერძოდ: აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტად დაფიქსირდეს: ლაბორატორია და ადმინისტრაციული შენობა. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 01 ივნისის №4960043 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 1 June 2020Files uploaded

Documents

Other files1

  • Binder Shenobebis Gantavseba Atvirtuli.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal