ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , IV მ/რ, კორპუსი 42-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 5002467
- Decision date
- 29 June 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ქუთათელაძე
- Developer (company ID)
- 404508724
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.006.986
- Owner
- შპს ემ-ემ-ჯი ჯგუფი (404508724)
- Area
- 2,178 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.006.986Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1751964
- Status
- Approved
- Registered
- 3 June 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 3 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 June 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 3 ივნისს №AR1751964 განცხადებით მომართა გიორგი ქუთათელაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, დასახლება მუხიანი , IV მ/რ, კორპუსი 42-ის მიმდებარედ, №01.11.17.006.986 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი, კომერციული) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 17 ივნისის №4548121 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 17 ივნისიდან 2021 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს, საოფისე ფართობად 1849.81 კვ.მ-ს ნაცვლად 1603.77 კვ.მ-ს, საზაფხულო ფართობად 444.13 კვ.მ-ს ნაცვლად 490.62 კვ.მ-ს, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1017.66 კვ.მ-ს ნაცვლად 1129.28 კვ.მ-ს, დამხმარე ფართობად 15.12 კვ.მ-ს ნაცვლად 50.59 კვ.მ-ს. სამსახურმა შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა წარმოდგენილ გეგმა ნახაზებს და დაადგინა, რომ 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში საოფისე ფართობი უნდა იყოს 1603.77 კვ.მ., საზაფხულო ფართობი - 490.62 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი - 1129.28 კვ.მ., დამხმარე ფართობი - 50.59 კვ.მ., საერთო ფართობი - 6478.87 კვ.მ. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, უბრალოდ ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებაში და საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 1603.77 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 490.62 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 1129.28 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 50.59 კვ.მ., საერთო ფართობად - 6478.87 კვ.მ. 2. სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებით შეთანხმებული -2.72, 0.00 და +32.80 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 31 მაისის №4524516 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 29 June 2020Decision5002467 - Granted
- 26 June 2020City answer
- 26 June 2020Files uploaded
- 19 June 2020City answer
- 19 June 2020Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- გეგმები შესწორებული.pdfOpen ↗
Other files1
- axali.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal