OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გლდანის V მ/რ.

AR1755466Construction permitOther use22 June 2020- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
4998465
Decision date
30 June 2020
Outcome
Granted
Construction period
19 March 2020 – 19 March 2022
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შერიფ სადეკ ფაჰმი გრეის ---
Developer (company ID)
209441567

Parcel

Cadastral code
01.11.09.004.001
Owner
შპს "ელგო" (209441567)
Area
2,162 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1755466
Status
Approved
Registered
22 June 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 June 2020Decision4998465 - Granted
  2. 30 June 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 22 ივნისს №AR1755466 განცხადებით მომართა შერიფ სადეკ ფაჰმი გრეისმა და მოთხოვა სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანებაში ცვლილების შეტანა დამკვეთის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 25 დეკემბრის №4803437 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გლდანის V მ/რ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.09.004.001), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.09.004.001) გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 19 მარტიდან 2022 წლის 19 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს “ელგო” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 209441567). წინამდებარე განცხადებით განმცხადებელს სურს სამსახურის 2020 წლის 19 მარტის № 4905430 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და შპს “ელგო”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 209441567) ნაცვლად შპს “სქაი თაუერსი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400286506) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882020332348; მომზადების თარიღი: 21/06/2020 წ.) ქალაქ თბილისში, გლდანის V მიკრო რაიონში №01.11.09.004.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს “ელგო” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 209441567) და შპს “სქაი თაუერსი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400286506). 2020 წლის 22 ივნისის №AR1755466 განცხადებაზე წარმოდგენილია, შპს “ელგო”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 209441567) და შპს “სქაი თაუერსი”-ს შორის გაფორმებული „სამშენებლო დოკუმენტაციის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ ხელშეკრულება (რეგისტრაციის ნომერი: №200358470, რეგისტრაციის თარიღი: 19/06/2020 წ.), რომლითაც დგინდება, რომ შპს “ელგო”-მ საკუთრებაში გადასცა შპს “სქაი თაუერსი”-ს №01.11.09.004.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო დოკუმენტაცია, მასზე საკუთრების და მისგან გამომდინარე სრული ქონებრივი უფლებებით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20036188, 25/05/2020 წ.) შპს “სქაი თაუერსი”-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ რაფიკ შაუკი სიფინ აბდელმესიჰ (პ/ნ: №01691003908), შერიფ სადეკ ფაჰმი გრეის (პ/ნ: №01591003896) და აიმან კარამ დოუს აბდელშაჰიდ (პ/ნ: 01791011960). შპს “სქაი თაუერსი”-ს წესდების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის მიხედვით დირექტორები უფლებამოსილები არიან იმოქმედონ საზოგადოების სახელით და წარმოადგინონ საზოგადოება მესამე პირებთან ურთიერთობაში ცალკ-ცალკე, დამოუკიდებლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს “სქაი თაუერსი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400286506). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს “სქაი თაუერსი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400286506). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4905430 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  3. 22 June 2020Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal