ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 62
Decision
- Decision number
- 5028903
- Decision date
- 30 July 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- აჰმეთ აქისქალი
- Developer (company ID)
- 406180458
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.034.318
- Owner
- შპს "სენა" (406180458)
- Area
- 1,020 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 29 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.034.318Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1758987
- Status
- Approved
- Registered
- 6 July 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 13 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 30 July 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 6 ივლისს №AR1758987 განცხადებით მომართა აჰმეთ აქისქალმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სოფელი დიღომში, №01.72.14.034.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო შენობის არქიტექტურული პროექტი ფასადების გარეშე, მათი შემდგომი გადამუშავებისა და დამატებით განხილვისთვის წარმოდგენის პირობით. ხოლო, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 24 სექტემბრის №ნ/1436 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2008 წლის 30 სექტემბრიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე (სანებართვო მოწმობა №ნ/1436-1). ამასთან, სამსახურის 2009 წლის 9 მარტის №01/219 ბრძანებით შეთანხმდა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო შენობის ფასადების არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 22 ივლისის №5035270 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში. სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანების გაცემის დროს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა - ივანე მახარაშვილი. შპს „სენა“ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ფიქსირდება 2018 წლის 8 ივნისის ამონაწერის შემდეგ. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს დამკვეთის ცვლილებას, კერძოდ, დამკვეთად შპს „სენა“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406180458) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882020387305, მომზადების თარიღი: 06/07/2020 წ.) ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №62-ში, №01.72.14.034.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „სენა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406180458). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B18079675, მომზადების თარიღი: 26/07/2018 წ.) მიხედვით შპს „სენა“-ს დირექტორს წარმოადგენს გუნაი გულფიდან, ხოლო მის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს გაცემული №191350746 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის როგორც შპს „სენა“-ს წარმომადგენლის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ამონაწერითვე ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება შპს „გაზ გრუპი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404534937) სასარგებლოდ, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B17039701, მომზადების თარიღი: 04/04/2017 წ.) მიხედვით შპს „გაზ გრუპი“-ს დირექტორს წარმოადგენს აჰმეთ აქისქალი (პ/ნ: 01901135596), რომლის 2020 წლის 16 ივლისის განცხადებით ირკვევა, რომ იგი, როგორც შპს „გაზ გრუპი“-ს დირექტორი თანახმაა სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებაში დაკვეთად დაფიქსირდეს შპს „სენა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406180458). საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს „სენა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406180458). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „სენა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 406180458). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
Show moreShow less
- 30 July 2020Decision5028903 - Granted
- 17 July 2020Files uploaded
- 16 July 2020City answer
- 16 July 2020Files uploaded
- 6 July 2020Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal