ქალაქი თბილისი , გამზირი ჭავჭავაძე , N 25
Decision
- Decision number
- 5130070
- Decision date
- 5 October 2020
- Outcome
- Refused
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თეა უგულავა
- Developer (company ID)
- 204886454
Parcel
- Cadastral code
- 01.14.14.012.005
- Owner
- შპს "საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი" (204886454)
- Area
- 3,260 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.14.012.005Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1760330
- Status
- Rejected
- Registered
- 13 July 2020
- Type
- New construction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 84 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 October 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერი) 2020 წლის 18 ივნისის №582 ბრძანების აღსრულების ფარგლებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი განცხადება, რომლის პასუხადაც გაცნობებთ შემდეგს: სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 გადაწყვეტილებით გაიცა წერილობითი დასტური ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №25-ში მდებარე, შპს „10 ლიდოსა“ და შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.14.012.005), შპს „10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელების, კერძოდ, არსებული ფანჯრის ღიობების სიმაღლეში გაზრდისა და არსებული ნალესის ახლით შეცვლის შესაძლებლობის თაობაზე. სამსახურის 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებით გაიცა წერილობითი დასტური ქ. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირი №25-ში მდებარე, შპს „10 ლიდოსა“ და შპს „საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის“ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.14.012.005), შპს „10 ლიდოს“ კუთვნილი ფართის ფასადზე კორექტირებული ფოტომონტაჟის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების, კერძოდ, ფანჯრის ღიობების ნაცვლად ორი კარის ღიობის მოწყობის შესაძლებლობის თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს შპს „სდასუ“-ს სარჩელის (საქმე №3/447-19) განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის ნაწილში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) შეჩერებულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 08 აპრილის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) არ დაკმაყოფილდა შპს „10 ლიდო“-ს წარმომადგენლების შუამდგომლობა (განცხადება) ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შუამდგომლობის ავტორების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებებით შეთანხმებული სამუშაოები დასრულებული იყო და შესაბამისად ზემოაღნიშნული აქტები - აღსრულებული. შესაბამისად, სამსამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება. ამასთან აღსანიშნავია, რომ 01.14.14.012.005 საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული აქტიური მონაცემების მიხედვით (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) დგინდება, რომ შპს „ნიუ ლოჯისტიკს“-ის საკუთრებას წარმოადგენს შენობა-ნაგებობა N3-ში, ფართი N1, I სართულზე - 301.52 კვ.მ-დან 225 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერით ასევე დგინდება, რომ 225 კვ.მ-იდან 94 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული აქვს შპს „სუფთა სახლს“. განცხადებაზე წარმოდგენილი ფოტომონტაჟით და მასზე მონიშნული საპროექტო ტერიტორიის არეალით დგინდება, რომ მოთხოვნილი სამშენებლო სამუშაოები, (შპს „ნიუ ლოჯისტიკს“-ის კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკლამო აბრის მოწყობა) ემსახურება იმ ფართის ფუნქციონირებას, რომლის ფასადის სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებით სამსახურის 2018 წლის 5 ნოემბრის №4248376 და 2019 წლის 8 იანვრის №4329783 გადაწყვეტილებების მოქმედება შეჩერებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით (საქმე №3ბ/249-19) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამადე. შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციით (ფოტოსურათები, ფოტომონტაჟი) უტყუარად დგინდება, რომ შპს „სუფთა სახლის“ მიერ კომერციული მიზნების მისაღწევად ხორციელდება შპს „ნიუ ლოჯისტიკს“-ის კუთვნილი ფართის იმ ფასადის გამოყენება, რომელზეც სამშენებლო სამუშაოების წარმოება შეჩერებულია სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს წარმოდგენილი განცხადება შპს „ნიუ ლოჯისტიკს“-ის კუთვნილი ფართის ფასადზე სარეკლამო აბრის მოწყობასთან დაკავშირებით.
Show moreShow less
- 5 October 2020Decision5130070 - Refused
- 13 July 2020Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- არსებული სიტუაციის ფოტოსურათები.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal