OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 62

AR1760732Construction permitOther use15 July 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5035270
Decision date
22 July 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
აჰმეთ აქისქალი
Developer (company ID)
406180458

Parcel

Cadastral code
01.72.14.034.318
Owner
შპს "სენა" (406180458)
Area
1,020 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 29 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1760732
Status
Approved
Registered
15 July 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 22 July 2020City answer

    ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 15 ივლისს №AR1760732 განცხადებით მომართა აჰმეთ აქისქალმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, №01.72.14.034.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო შენობის არქიტექტურული პროექტი ფასადების გარეშე, მათი შემდგომი გადამუშავებისა და დამატებით განხილვისთვის წარმოდგენის პირობით. ხოლო, ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 24 სექტემბრის №ნ/1436 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2008 წლის 30 სექტემბრიდან 2010 წლის 30 სექტემბრამდე (სანებართვო მოწმობა №ნ/1436-1). ამასთან, სამსახურის 2009 წლის 9 მარტის №01/219 ბრძანებით შეთანხმდა სავაჭრო-საყოფაცხოვრებო შენობის ფასადების არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2018 წლის 29 მაისის №3986976 ბრძანებით, მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 მაისიდან 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს, ცვლილების შეტანას ქალაქ თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, სარდაფის ფართობად 495კვ.მ-ის ნაცვლად 495.72 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 2054.40კვ.მ-ის ნაცვლად 2105.98კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 1851.70კვ.მ-ის ნაცვლად 1352.82კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 724.20კვ.მ-ის ნაცვლად 724.43კვ.მ-ის, საერთო ფართობად 5125.30კვ.მ-ის ნაცვლად 4678,95კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882020387305, მომზადების თარიღი: 06/07/2020 წ.) ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №62-ში №01.72.14.034.318 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „სენა“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406180458). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B18079675, მომზადების თარიღი: 26/07/2018წ.) მიხედვით შპს „სენა“-ს დირექტორს წარმოადგენს გუნაი გულფიდან, ხოლო მის მიერ 2019 წლის 5 ნოემბერს გაცემული №191350746 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის როგორც შპს „სენა“-ს წარმომადგენლის უფლებამოსილება. ზემოაღნიშნული ამონაწერითვე ირკვევა, რომ საპროექტო ობიექტზე რეგისტრირებულია აღნაგობის უფლება შპს „გაზ გრუპი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404534937) სასარგებლოდ, ხოლო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B17039701, მომზადების თარიღი: 04/04/2017 წ.) მიხედვით შპს „გაზ გრუპი“-ს დირექტორს წარმოადგენს აჰმეთ აქისქალი (პ/ნ: 01901135596), რომლის მიერ სამსახურში 2020 წლის 16 ივლისს წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ იგი, როგორც შპს „გაზ გრუპი“-ს დირექტორი თანახმაა სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში შევიდეს ცვლილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და სარდაფის ფართობად დაფიქსირდეს 495.72კვ.მ., კომერციულ ფართობად 2105.98კვ.მ., საოფისე ფართობად 1352.82კვ.მ., საზაფხულო ფართობად 724.43კვ.მ., საერთო ფართობად 4678.95კვ.მ. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2008 წლის 21 აგვისტოს №01/1135 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 22 July 2020Decision5035270 - Granted
  3. 21 July 2020City answer
  4. 17 July 2020City answer
  5. 17 July 2020Files uploaded
  6. 17 July 2020Files uploaded
  7. 15 July 2020Files uploaded
  8. 15 July 2020Files uploaded

Documents

Other files4

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal