ქალაქი თბილისი , ჩიხი სამგორი , N 4 , (ნაკვ. 8/89) ; ქალაქი თბილისი , ჩიხი სამგორი , N 4 , (ნაკვ. 8/90)
- Total floor area
- 267.9 m²
- Building footprint
- 148.9 m²
- Plot area
- 15,579 m²
- Height
- 12.6 m
- Depth below ground
- 3.9 m
- Building volume
- 1,867.2 m³
Figures as the applicant entered them in the form; not verified.
Decision
- Decision number
- 5051748
- Decision date
- 6 August 2020
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავითი ჩარკვიანი
- Developer (company ID)
- 206255808
People
- Client
- Name
- დავით ურუშაძე
- Personal number
- *********84
- Organization
- ს.ს ნიკორა ტრეიდი
- Company code
- 206255808
- Chief architect
- Name
- გივი ენდელაძე
- Personal number
- *********64
- Specialistმშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი
- Name
- რამაზ საური
The people the applicant named in the application form.
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.008.196
- Owner
- სააქციო საზოგადოება ნიკორა ტრეიდი (206255808)
- Area
- 15,579 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.008.196Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1761007
- Status
- Not reviewed
- Registered
- 30 July 2020
- Type
- Extension / extension with added floors
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 August 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია რომლის პასუხად გაცნობებთ: 1. ვინაიდან ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გაცემულია 2020 წლის 16 ივნისის №000479 მითითება სამშენებლო – სამართალდარღვევის საქმეზე, საჭიროა, დამატებით ფაილში ატვირთოთ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული დადგენილება სამშენებლო – სამართალდარღვევის საქმეზე და შესაბამისი დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 2. განაცხადით მოთხოვნილი სამუშაოები საჭიროვებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენას, ამისათვის კი უნდა აირჩიოთ შემდეგი სახის ნომენკლატურა: "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები" - "მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა" – „ახალი მშენებლობა“ და მოცემული ველები შეავსოთ შესაბამისად. თქვენ მიერ მითითებული 04/03/2019 წლის გაპი №4397756 გაცემულია ტერიტორიაზე არსებული N01/2, N02/1 და N04/3 შენობების რეკონსტრუქციისთვის, რომელშიც არ არის ნახსენები განაცხადით წარმოდგენილი შენობა. 3. წარმოდგენილ იქნეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობა( სანოტარო, ორგანიზაციის ბეჭდით ან ორგანიზაციის ტიტულოვან ფურცელზე შედგენილი), რომელიც ითვალისწინებს მინდობილი პირის წარმომადგენლობას სამსახურში მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. ვინაიდან მიწის ნაკვეთი დატვირთულია იპოთეკით წარმოდგენილ იქნეს იპოთეკარის წესდების თანახმად უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილ იქნეს ხელმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი). 4. სარეკონსტრუქციო ობიექტის ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. აღნიშნულ ველში ასევე ატვირთეთ შემსრულებლის მიერ დამოწმებული მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა. 5. ტექნიკურ - ეკონომიკური მაჩვენებლები (მეათედების სიზუსტით). -> .განაშენიანების ფართობი (კვ.მ).: მიუთითეთ შენობის განაშენიანების ფართობი. გაითვალისწინეთ: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-5 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად: - სართულის განაშენიანების ფართობი განისაზღვრება სართულის გეგმის გარე კონტურში მოქცეული ფართობით, აივნებისა და ტერასების ფართობების ჩათვლით - შენობის განაშენიანების ფართობი არის ყველა სართულის განაშენიანების ფართობების ჯამი. განმარტება: II კლასის შენობა-ნაგებობის განმსაზღვრელი მახასიათებლები: 500 მ2მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-დან 12 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-დან 4 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა, შენობა-ნაგებობა, რომლის მალის, ფერმის ან სხვა კონსტრუქციული ელემენტის სიგრძე ნაკლებია ან ტოლია 7 მ-ისა ზემოაღნიშნულის შესაბამისად ვექტორულ ფაილში წარმოადგინეთ ყველა სართულის განაშენიანების ფართობის კროკი და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელში მიუთითეთ შესაბამისი ფართობი 6. წარმოსადგენია სრულყოფილი საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 19-ე მუხლის შესაბამისად აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; მიწის ნაკვეთის მისამართს; მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს (სარეკომენდაციოთ გაცნობებთ: მიუთითეთ კანონით დადგენილი განხილვის ვადა); შენობა-ნაგებობის დაზუსტებულ სართულიანობას ან/და გაბარიტებს. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან განაშენიანების დეტალური გეგმის რეკვიზიტებს საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 7. "მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი: ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-81 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-50 დადგენილებაში. კერძოდ აღნიშნული დადგენილების მოქმედი რედაქციის მე-5 პუნქტის თანახმად მოსაკრებლის ოდენობა შეადგენს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის 4 (ოთხი) ლარს, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 (ხუთი) ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 8. შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: წარმოსადგენია არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. ასევე ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომები. 9. „ფაილის მიმაგრება სურვილის შემთხვევაში: . წარმოდგენილ იქნეს საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები. . წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა; 10. საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: კ-3 კოეფიციენტის ფართობს; გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 11. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ საპროექტო კიბის მოწყობა გსურთ საკადასტრო საზღვრის გარეთ. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოსადგენია ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 30 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 6 August 2020Decision5051748
- 16 July 2020Files uploaded
- 16 July 2020Files uploaded
- 16 July 2020Files uploaded
Documents
Drawings and project files7
- არსებული საპროექტო გეგმა.pdfOpen ↗
- არსებული საპროექტო ჭრილი.pdfOpen ↗
- არსებული საპროექტო ფასადი.pdfOpen ↗
- D Block გენგეგმა.dwg
- გენგეგმა 500.pdfOpen ↗
- Block D.dwg
Show all (7)Show less
- არსებული სიტუაცია.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal