ქალაქი თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, N 29
Decision
- Decision number
- 5043038
- Decision date
- 29 July 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვლადიმერ ხოდელი
- Developer (company ID)
- 405023139
Parcel
- Cadastral code
- 01.14.05.006.098
- Owner
- შპს ,,ელიტ კონსტრაქშენ" (405023139)
- Area
- 943 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.05.006.098Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1761981
- Status
- Approved
- Registered
- 21 July 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 29 July 2020Decision5043038 - Granted
- 29 July 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 21 ივლისს №AR1761981 განცხადებით მომართა ვლადიმერ ხოდელმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, №29 / ქალაქი თბილისი, ქუჩა ანა პოლიტკოვსკაია, №31, მიმდებარედ, №01.14.05.006.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 23 იანვრიდან 2019 წლის 23 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 27 დეკემბრის №4319306 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 27 დეკემბრიდან 2020 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ცვლილების შეტანას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, ითხოვს გამორჩენილი ავტოსადგომის ფართობად 568.30 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 3476.05 კვ.მ-ის ნაცვლად 3481.9 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 629.7 კვ.მ-ის ნაცვლად 30.70 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 420.9 კვ.მ-ის ნაცვლად 449.3 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 6037.1 კვ.მ-ის ნაცვლად 6040.65 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა წარმოდგენილ და შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში საცხოვრებელ ფართობი უნდა იყოს 3481.9 კვ.მ., სარდაფის ფართობი 30.70 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი 449.3 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 568.30 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობი 6040.65 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882015317757, მომზადების თარიღი: 10/06/2015 წ.) თანახმად, ქალაქ თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, №29 / ქალაქი თბილისი, ქუჩა ანა პოლიტკოვსკაია, №31, მიმდებარედ, №01.14.05.006.098 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ელიტ კონსტრაქშენ” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405023139). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B14092638, მომზადების თარიღი: 19/09/2014 წ.) მიხედვით შპს „ელიტ კონსტრაქშენის” დირექტორს წარმოადგენს ვლადიმერ ხოდელი. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს გამორჩენილი ავტოსადგომის ფართობი - 568.30 კვ.მ., ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3481.9 კვ.მ., სარდაფის ფართობად - 30.70 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 449.3 კვ.მ., საერთო ფართობად - 6040.65 კვ.მ. 2. სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებით შეთანხმებული +32.40 და +35.70 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 23 იანვრის №3029480 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 28 July 2020City answer
- 27 July 2020Files uploaded
- 24 July 2020City answer
- 24 July 2020Files uploaded
- 24 July 2020Files uploaded
Documents
Other files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal