ქალაქი თბილისი , ნუცუბიძის ფარდობის , II, III, IV მ/რ-ის მიმდებარედ (ნაკვეთი N60); ქალაქი თბილისი , ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი , შესახვევი I , N 34-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 5100820
- Decision date
- 11 September 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- დავით ოვაშელი
- Organization
- 18220
- Developer (company ID)
- 405204504
Parcel
- Cadastral code
- 01.14.16.015.440
- Owner
- შპს "ამშენებელი" (405204504)
- Area
- 962 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.16.015.440Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-2
- K1
- 0.5
- K2
- 0.8
- K3
- 0.25
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1763698
- Status
- Approved
- Registered
- 7 August 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 September 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 7 აგვისტოს №AR1763698 განცხადებით მომართა დავით ოვაშელმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობის, II, III, IV მრ-ის მიმდებარედ (ნაკვეთი №60); ქალაქი თბილისი, ქუჩა ელგუჯა ამაშუკელი, შესახვევი I, №34-ის მიმდებარედ, №01.14.16.015.440 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო სამსახურის 2020 წლის 3 აგვისტოს №5050774 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 3 აგვისტოდან 2023 წლის 3 მარტის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს საცხოვრებელ ფართობად 2016.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1721.0 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 1060.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1001.1 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 353.9 კვ.მ-ის ნაცვლად 354.7 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 5646.0 კვ.მ-ის ნაცვლად 5291.9 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საცხოვრებელი ფართობი: 1721.0 კვ.მ., საოფისე ფართობი: 1001.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 354.7 კვ.მ., საერთო ფართობი: 5291.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებით შეთანხმებული +3.00, +6.00, +9.30, +12.60, +15.90, +19.20, +22.50 და +25.80 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ივლისის №5034069 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 11 September 2020Decision5100820 - Granted
- 10 September 2020City answer
- 9 September 2020Files uploaded
- 7 September 2020City answer
Documents
Drawings and project files1
- ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებული გეგმები და ფართები-კორ 3.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal