OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი, N 53ა

AR1766008Construction permitOther use4 August 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5064225
Decision date
13 August 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზურაბ ბაღათურია
Developer (company ID)
220355835

Parcel

Cadastral code
01.13.04.004.016
Owner
ამხანაგობა "დიღომი-5/1" (202346513)
Area
3,108 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1766008
Status
Approved
Registered
4 August 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
3

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 13 August 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 4 აგვისტოს №AR1766008 განცხადებით მომართა ზურაბ ბაღათურიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის მიერ 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №53ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.04.004.016), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული განმხილველი კომისიის სხდომის 2019 წლის 18 ნოემბრის №9 ოქმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 17 ივლისის №5028545 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 17 ივლისიდან 2021 წლის 17 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 29 ივლისის №5043802 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში (კომერციული, საცხოვრებელი, საზაფხულო, საერთო ფართობები) და ჩანაცვლდა 0.00, +5.90, +9.20, +12.40, +15.80, +19.10, +22.40, +25.70, +29.00, +32.30, +35.60, +38.90, +42.20, +45.50, +48.80, +52.10, +55.40, +58.70, +62.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ განმცხადებელს სურს შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს გამორჩენილი დამხმარე ფართობი - 208.2 კვ.მ, ხოლო ავტოსადგომის ფართობად 5976.3 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 5768.1 კვ.მ. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882020101013 მომზადების თარიღი: 10/02/2020 წ.) ქალაქ თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირი №53ა-ში, №01.13.04.004.016 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ,,ცერერა’’(საიდენტიფიკაციო ნომერი: 220355835). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B20030216, მომზადების თარიღი: 23/04/2020 წ.) მიხედვით, შპს ,,ცერერა’’-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 220355835) დირექტორს წარმოადგენს ბესიკი ხაინდრავა. 2020 წლის 15 ივლისის №AR1760726 განცხადებაზე წარმოდგენილია ბესიკი ხაინდრავას მიერ განმცხადებლის - ზურაბ ბაღათურიას სახელზე გაცემული 2020 წლის 10 თებერვლის №17 მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურმა გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებაში დამხმარე ფართობი უნდა იყოს 208.2 კვ.მ., ხოლო ავტოსადგომის ფართობი - 5768.1 კვ.მ., რაც არ იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს გამორჩენილი დამხმარე ფართობი - 208.2 კვ.მ, ხოლო ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს - 5768.1 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანებით შეთანხმებული -9.60, -6.50 და -3.40 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 მაისის №4947709 და 2020 წლის 29 ივლისის №5043802 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 August 2020Decision5064225 - Granted
  3. 12 August 2020City answer
  4. 12 August 2020Files uploaded
  5. 7 August 2020City answer
  6. 7 August 2020Files uploaded
  7. 4 August 2020Files uploaded

Documents

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal