OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 57

AR1766358Construction permitOther use6 August 2020- Isani
Sign in to follow

Decision

Decision number
5082111
Decision date
27 August 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
დიმიტრი გოხელაშვილი
Developer (company ID)
405121960

Parcel

Cadastral code
01.17.13.041.018
Owner
შპს "ისნის რაიონის N5 მოზრდილთა პოლიკლინიკა" (206042799)
Area
4,040 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1766358
Status
Approved
Registered
6 August 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 August 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 06 აგვისტოს №AR1766358 განცხადებით მომართა დიმიტრი გოხელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 10 თებერვლის №4855196 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირი №57-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.13.041.018), მრავალფუნქციური (საცხოვრებელი - სასტუმრო) კომპლექსის/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 03 აგვისტოდან 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 03 აგვისტოდან 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით’’ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 03 აგვისტოდან 2021 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით’’. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 22 ივლისის №AR1762145 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 33 თვეზე და 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით, თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 03 აგვისტოდან 2023 წლის 03 მაისის ჩათვლით’’. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 03 აგვისტოს №5050058 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 August 2020Decision5082111 - Granted
  3. 6 August 2020Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal