ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 34
Decision
- Decision number
- 5084542
- Decision date
- 31 August 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ივანე მირცხულავა
- Developer (company ID)
- 404552202
Parcel
- Cadastral code
- 01.10.06.006.245
- Owner
- შპს "ალუ" (405158289)
- Area
- 5,496 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 21 November 2026
Plots and zoning
- 01.10.06.006.245Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1766860
- Status
- Approved
- Registered
- 10 August 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 21 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 31 August 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 10 აგვისტოს №AR1766860 განცხადებით მომართა ივანე მირცხულავამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი, №34-ში, №01.10.06.006.245 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო, სამსახურის 2020 წლის 19 მარტის №4903892 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 19 მარტიდან 2021 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელს სურს საზაფხულო ფართობად 1038.7 კვ.მ-ის ნაცვლად 1023.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 45.7 კვ.მ-ის ნაცვლად 39.6 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 601.1 კვ.მ-ის ნაცვლად 597.8 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ სამსხურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებაში საზაფხულო ფართობი უნდა იყოს 1023.2 კვ.მ., დამხმარე ფართობი - 39.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი - 597.8 კვ.მ., რაც იწვევს საერთო ფართობის ცვლილებას და შეადგენს 9662.2 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1023.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 39.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 597.8 კვ.მ., საერთო ფართობად - 9662.2 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 9 მარტის №4888776 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 31 August 2020Decision5084542 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal