ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34 , (ნაკვეთი N40/218)
Decision
- Decision number
- 5097066
- Decision date
- 9 September 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნიკოლოზ გაფრინდაშვილი
- Developer (company ID)
- 204876189
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.040.218
- Owner
- შპს "ქეთევან-2009" (206342055) (206342055)
- Area
- 3,103 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.040.218Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1772391
- Status
- Approved
- Registered
- 3 September 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 September 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 3 სექტემბერს №AR1772391 განცხადებით მომართა ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილებით დადასტურდა, ქ. თბილისში, გამზირი ალ. ყაზბეგი, №34-ში, (ნაკვეთი №40/218), №01.14.03.040.218 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, I კლასის 2 (ორი) დროებითი სავაჭრო დანიშნულების შენობა–ნაგებობის მშენებლობის შესაძლებლობა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს ზემოაღნიშნული აქტის შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას. 2020 წლის 17 ივლისის №AR1752839 განცხადებაზე (რომლითაც მოთხოვნილია II კლასის შენობა-ნაგებობის (მაღაზია) მშენებლობის მიზნით არქიტექტურული პროექტის შეთანხმება) წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლიდანაც დგინდება, რომ სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №902019004021, მომზადების თარიღი: 04/12/2019 წ.) ქ. თბილისში, გამზირი ალ. ყაზბეგი, №34-ში, (ნაკვეთი №40/218), მდებარე №01.14.03.040.218 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „დარიალი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: №204876189). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B20020089, მომზადების თარიღი: 26/02/2020 წ.) მიხედვით შპს „დარიალის“ დირექტორს წარმოადგენს გიორგი კიკვაძე (პ/ნ: 01030000530). ხოლო მის მიერ 2020 წლის 20 აგვისტოს გაცემული №200574619 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება (წარმოდგენილია 2020 წლის 21 აგვისტოს №AR1768378 განცხადებაზე). “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და “ლიცენზიების და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ნიკოლოზ გაფრინდაშვილის 2020 წლის 3 სექტემბრის №AR1772391 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 21 ოქტომბრის №956764 გადაწყვეტილება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 September 2020Decision5097066 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal