ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , N 3
Decision
- Decision number
- 5157284
- Decision date
- 23 October 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- შალვა გოგრიჭიანი
- Developer (company ID)
- 206065185
Parcel
- Cadastral code
- 01.17.09.049.002
- Owner
- შპს "რაჟიკო" (206065185) (206065185)
- Area
- 3,395 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.09.049.002Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1774556
- Status
- Approved
- Registered
- 17 September 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 36 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 23 October 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 16 სექტემბერს №AR1774556 განცხადებით მომართა შალვა გოგრიჭიანმა და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2013 წლის 29 აპრილის №643072 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილი №3-ში, №01.17.09.049.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საოფისე შენობა–ნაგებობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ამავე გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა სამსახურის 2013 წლის 18 იანვრის №504900 გადაწყვეტილება. სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №751674 ბრძანებით, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე შეთანხმდა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი №3, შპს "რაჟიკო"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.09.049.002) საოფისე შენობის არქიტექტურული პროექტი (IV კლასი) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 21 ივნისიდან 2014 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2014 წლის 18 ნოემბრის №1599317, 2015 წლის 02 დეკემბრის №2319560, 2016 წლის 21 ნოემბრის №2956391 და 2017 წლის 10 ნოემბრის №3667112 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №751674 ბრძანებაში მშენებლობის ვადის ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367 ბრძანებით, ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი №3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.09.049.002), სამსახურის 2013 წლის 29 აპრილის №643072 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ასევე შეთანხმდა, ოფისის არქიტექტურული პროექტი (III კლასი). ხოლო, სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის №4009281 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 12 ივნისის №4009281 ბრძანებაში მშენებლობის ვადის ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 სექტემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე, წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882020244612, მომზადების თარიღი: 16/05/2020 13:31:18) თანახმად, №01.17.09.049.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „რაჟიკო“ (ს/ნ: 206065185). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაცია - B20001942, მომზადების თარიღი: 10/01/2020 16:43:40), შპს „რაჟიკო“-ს (ს/ნ: 206065185) დირექტორს წარმოადგენს შალვა გოგრიჭიანი. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს (აღნიშნულთან დაკავშირებით, ასევე განიმარტა სამსახურის 2020 წლის 23 სექტემბრის №5115585 ბრძანებით), რომ სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადებით, 2013 წლის 29 აპრილის №643072 გადაწყვეტილებით დამტკიცებული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებიც აღნიშნულ ნაწილში ჩაითვლება ძალადაკარგულად, ვინაიდან მისი გაცემის თარიღიდან გასულია ხუთ წელზე მეტი. შესაბამისად, აღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე ახალი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება ვერ მოხდება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე შალვა გოგრიჭიანის 2020 წლის 16 სექტემბრის №AR1774556 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 მაისის №3990367, 2018 წლის 12 ივნისის №4009281 და 2020 წლის 16 ივლისის №5023482 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 23 October 2020Decision5157284 - Granted
- 19 October 2020City answer
- 19 October 2020Files uploaded
Documents
Other files1
- Binder1.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal