ქალაქი თბილისი, ჭირნახულის ქუჩა, N 22
Decision
- Decision number
- 5133089
- Decision date
- 7 October 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- მილენა ცუცქირიძე
- Developer (company ID)
- 454412270
Parcel
- Cadastral code
- 01.19.27.002.046
- Owner
- ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Area
- 2,504 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.19.27.002.046Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1776040
- Status
- Approved
- Registered
- 24 September 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 4
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 October 2020City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 24 სექტემბერს №AR1776040 განცხადებით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - სამგორი, დასახლება ლილო, ქუჩა ჭირნახული, მიმდებარედ, (ნაკვეთი 02/046) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.27.002.046), ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი “ა” და ბლოკი “ბ”) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5081700 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 აგვისტოდან 2024 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, განმცხადებელს სურს, კომერციულ ფართობად 382.5 კვ.მ-ის ნაცვლად 476.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 213.0 კვ.მ-ის ნაცვლად 196.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 602.6 კვ.მ-ის ნაცვლად 529.5 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 3945.1 კვ.მ-ის ნაცვლად 3960 კვ.მ-ის დაფიქსირება. განმცხადებელი ასევე ითხოვს აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 10.4 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ და წარმოდგენილ გეგმებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ +18.70 ნიშნულის გეგმაზე (ბლოკი №2) დაფიქსირებული 10.4 კვ.მ. ფართობი წარმოადგენს დამხმარე ფართობს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3960კვ.მ., კომერციულ ფართობად 476.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 196.4 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 529.5 კვ.მ. ასევე აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი 10.4 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4786106 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 October 2020Decision5133089 - Granted
- 6 October 2020City answer
- 5 October 2020City answer
- 5 October 2020Files uploaded
- 30 September 2020City answer
- 30 September 2020Files uploaded
- 24 September 2020Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal