OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, მეფე მირიანის ქუჩა N49

AR1778828Construction permitOther use7 October 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5164229
Decision date
28 October 2020
Outcome
Granted
Construction period
15 May 2020 – 15 May 2023
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ჰაბიბ მუსაევი
Developer (company ID)
405213585

Parcel

Cadastral code
01.10.08.006.630
Owner
შპს "ბინა კო" (405213585)
Area
4,027 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1778828
Status
Approved
Registered
7 October 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 28 October 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 ოქტომბერს №AR1778828 განცხადებით მომართა ჰაბიბ მუსაევმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩა №49-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.08.006.630), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 15 მაისის №4949267 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 15 მაისიდან 2023 წლის 15 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საზაფხულო ფართობად 1570.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1579.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. ამასთან, საზაფხულო ფართობის ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 16374.3 კვ.მ-ს. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ შეთანხმებული ფასადების მიხედვით 36.20 ნიშნულის ზემოთ მდებარეობს +39.40 ნიშნული, რომლებიც არ არის ასახული (გამორჩენილია) აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმების ფაილში. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს +39.40 ნიშნულის გეგმა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1579.1 კვ.მ., საერთო ფართობად 16374.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 25 მარტის №4911944 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 28 October 2020Decision5164229 - Granted
  3. 23 October 2020City answer
  4. 20 October 2020Files uploaded
  5. 6 October 2020Files uploaded

Documents

Drawings and project files2

  • ბინაკო შესწორებული გეგმები.pdfOpen ↗
  • შესწორებული გეგმები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal