OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა, N 2

AR1778904Construction permitOther use20 October 2020- Mtatsminda
Sign in to follow

Applicant

Name
დიმიტრი ადამია
Developer (company ID)
404913974

Parcel

Cadastral code
01.15.06.001.008
Owner
ე.ს. ამხანაგობა "თბილისი ექსკლუზივი" (205208050) (205208050)
Area
939 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1778904
Status
Approved
Registered
20 October 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
3 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 23 October 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 06 ოქტომბერს №AR1778904 განცხადებით მომართა დიმიტრი ადამიამ და მოითხოვა სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში ცვლილების შეტანა საკადასტრო კოდების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებით (2019 წლის 30 იანვრის №AR1658061 განცხადების საფუძველზე) შეთანხმდა ქ.თბილისში, მთაწმინდის ქუჩა №17; მთაწმინდის ქუჩა №19; ყიფიანის ქუჩა; ნაკვეთი 01/031 (ს/კ: №01.15.06.001.041) და ქალაქ თბილისში, ყიფიანის ქუჩა №31-ში (ს/კ: №01.15.06.001.008) არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2019 წლის 23 აგვისტოს №4645938 ბრძანებით ქ. თბილისში, ყიფიანის ქუჩა №31-ში (ს/კ: №01.15.06.001.008; ფართობი:1703.00 კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა “ბ” ბლოკის მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 24 აგვისტოდან 2020 წლის 24 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 06 აპრილის №4922518 და 2020 წლის 28 ივლისის №5039186 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 23 აგვისტოს №4645938 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2021 წლის 28 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 17 ოქტომბრის №4707530 ბრძანებით ქ. თბილისში, ყიფიანის ქუჩა №31-ში (ს/კ: №01.15.06.001.008; ფართობი:1703.00 კვ.მ.) არსებულ მიწის ნაკვეთზე 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა „ა“ ბლოკის მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 18 ოქტომბრიდან 2022 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით. წინამდებარე, განცხადებით განმცხადებელი ითხოვს ცვლილების შეტანას 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში, კერძოდ, მიუთითებს, რომ აღნიშნული ბრძანებით პროექტი შეთანხმებულია მხოლოდ №01.15.06.001.041 (ფართობი 764 კვ.მ.) და №01.15.06.001.008 (ფართობი 939 კვ.მ.) საკადასტრო ერთეულებზე, რომლებიც შემდგომში გაერთიანდა. აღნიშნულიდან გამომდინარე სურს ბრძანებაში ცვლილების შეტანა და მხოლოდ №01.15.06.001.008 (ფართობი 1703.00 კვ.მ.) საკადასტრო კოდის დაფიქსირება. 2019 წლის 30 იანვრის №AR1658061 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის გენგეგმის მიხედვით დგინდება, რომ საპროექტო შენობების განთავსება ხდება, მხოლოდ №01.15.06.001.041 და №01.15.06.001.008 საკადასტრო ერთეულებზე და არ ხდება №01.15.06.001.040 და №01.15.06.001.042 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანების გამოცემის დროს №01.15.06.001.008 (განცხადების რეგისტრაცია: №882019104421; მომზადების თარიღი: 14/02/2019 წ., ფართობი: 939.00 კვ.მ.) და №01.15.06.001.041 (განცხადების რეგისტრაცია: №882019100178; მომზადების თარიღი: 13/02/2019 წ., ფართობი: 764.00 კვ.მ.) საკადასტრო ერთეულები წარმოადგენდა ცალ-ცალკე რეგისტრაციას. ასევე, 2019 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882019680493) დგინდება, რომ №01.15.06.001.008 და №01.15.06.001.041 საკადასტრო ერთეულების გაერთიანების შედეგად მიღებულია №01.15.06.001.008 საკადასტრო ერთეული - ფართობით 1703.00 კვ.მ. აღნიშნულის შესაბამისად, სამსახურის 2019 წლის 23 აგვისტოს №4645938 და 2019 წლის 17 ოქტომბრის №4707530 ბრძანებებით მშენებლობის ნებართვები გაცემულია გაერთიანების შედეგად მიღებულ №01.15.06.001.008 საკადასტრო ერთეულზე (ფართობი: 1703.00 კვ.მ.). დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882020040392, მომზადების თარიღი: 21/01/2020 წ.) №01.15.06.001.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “კერა დეველოპმენტი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №404913974). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს “კერა დეველოპმენტი”-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დიმიტრი ადამია. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია შეიტანოს ცვლილება სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში და დააფიქსიროს №01.15.06.001.008 და №01.15.06.001.041 გაერთიანების შედეგად მიღებულია №01.15.06.001.008 საკადასტრო კოდი - ფართობით 1703.00 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებაში და 1.1. მიწის ნაკვეთ(ები)/ობიექტების ველში დაფიქსირდეს მხოლოდ: საკადასტრო კოდი: №01.15.06.001.008 მისამართი: ქალაქი თბილისი, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა №2 ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო ფართობი: 1703.00 კვ.მ. მესაკუთრე(ები): შპს “კერა დეველოპმენტი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №404913974) 1.2. ბრძანების აღწერილობით ნაწილში ჩანაწერის:,,ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (რეგისტრაციის №882019104421, ს.კ. №01.15.06.001.008; რეგისტრაციის №882019100178, ს.კ. №01.15.06.001.041; რეგისტრაციის №882019139295, ს.კ. №01.15.06.001.040; რეგისტრაციის №882015446902, ს.კ. №01.15.06.001.042)’’ ნაცვლად დაფიქსირდეს ჩანაწერი: ,,ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (ს/კ: №01.15.06.001.008, რეგისტრაციის ნომერი: №882020040392, თარიღი: 21/01/2020 წ). 1.3. ბრძანების პირველი პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. შეთანხმდეს ქ. თბილისში, პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩა №2-ში (ს/კ: №01.15.06.001.008) შპს „კერა დეველოპმენტი”-ს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.”. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 22 მაისის №4510252 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 13 October 2020City answer

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal