ქალაქი თბილისი , ქუჩა უნივერსიტეტი
Decision
- Decision number
- 5141571
- Decision date
- 12 October 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ებრალიძე
- Developer (company ID)
- 405012837
Parcel
- Cadastral code
- 01.14.06.006.102
- Owner
- შპს "ელიტ ინვესტი" (405012837)
- Area
- 3,349 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.14.06.006.102Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1780694
- Status
- Approved
- Registered
- 7 October 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 5 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 October 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 ოქტომბერს №AR1780694 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.06.006.102) მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5106057 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 21 სექტემბრიდან 2023 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებით შეთანხმებულ მე-2 სართულის გეგმაზე დატანილ შტამპში არასწორად არის დაფიქსირებული საოფისე ფართობი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს მე-2 სართულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შესწორებული მე-2 სართულის გეგმა შეადარა შეთანხმებულ მე-2 სართულის გეგმას და დაადგინა, რომ აღნიშნული გეგმა არ იცვლება, უბრალოდ მასზე ხდება საოფისე ფართობის დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ მე-2 სართულის გეგმის ჩანაცვლება არ იწვევს სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: №882020651432, მომზადების თარიღი: 14/09/2020 წ.) მიხედვით, ქალაქ თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე №01.14.06.006.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “ელიტ ინვესტი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №405012837). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს “ელიტ ინვესტი”-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს რამაზ ახვლედიანი (პ/ნ: №01024012663). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს “ელიტ ინვესტი”-ს დირექტორის რამაზ ახვლედიანის მიერ განმცხადებლის - რევაზ ებრალიძის სახელზე გაცემული 2020 წლის 09 ოქტომბრის მინდობილობა №1, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანის თაობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მე-2 სართულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 27 აგვისტოს №5080746 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 October 2020Decision5141571 - Granted
- 9 October 2020City answer
- 9 October 2020Files uploaded
- 7 October 2020Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal