ქალაქი თბილისი , ქუჩა ალუბლები , N19-ის მიმდებარედ
Decision
- Decision number
- 5148154
- Decision date
- 19 October 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ნინო ღოღობერიძე
- Developer (company ID)
- 404523994
Parcel
- Cadastral code
- 01.17.07.031.068
- Owner
- სახელმწიფო
- Area
- 2,223 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.07.031.068Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1781609
- Status
- Approved
- Registered
- 13 October 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 19 October 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 13 ოქტომბერს №AR1781609 განცხადებით მომართა ნინო ღოღობერიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ალუბლების ქუჩა №19-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.07.031.068) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 23 აპრილიდან 2023 წლის 23 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთო ფართობად 12598.9 კვ.მ-ის ნაცვლად 12592.2 კვ.მ-ის, საცხოვრებელ ფართობად 6821.2 კვ.მ-ის ნაცვლად 6818 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2140.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2137.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1775.0 კვ.მ-ის ნაცვლად 1773.8 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ საპროექტო გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების და ბინების ნუმერაციის დაზუსტება. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ -5.80 და -2.90 ნიშნულის გეგმებზე თითოეულ ავტოსადგომს მიეთითა შესაბამისი ფართობები. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების ცვლილებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 12592.3 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 12592.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 6818 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2137.8 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 1773.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 23 აპრილის №4935854 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 19 October 2020Decision5148154 - Granted
- 13 October 2020Files uploaded
- 13 October 2020Files uploaded
- 13 October 2020Files uploaded
Documents
Drawings and project files3
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal