OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , კახეთის გზატკეცილსა და ქიზიყის ქუჩის გადაკვეთაზე, (ნაკვ. 03/006) ; ქალაქი თბილისი , გზატკეცილი კახეთი , კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ

AR1785040Construction permitOther use29 October 2020
Sign in to follow

Decision

Decision number
5166697
Decision date
29 October 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
გივი კახაბრიშვილი
Developer (company ID)
200066221

Parcel

Cadastral code
01.19.21.003.134
Owner
შპს "კაპიტალ გრუპი" (405296255)
Area
4,391 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1785040
Status
Approved
Registered
29 October 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 October 2020City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 მაისის №4948153 და 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 29 ოქტომბერს №AR1785040 განცხადებით მომართა გივი კახაბრიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 08 მაისის №4948153 და 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 08 მაისის №4948153 ბრძანებით ქალაქი თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ქიზიყის ქუჩის გადაკვეთაზე, (ნაკვ. 03/006), ქალაქი თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ, №01.19.21.003.134 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სავაჭრო ცენტრის და რესტორნის (25%-ზე ნაკლები) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.21.003.134) შეთანხმდა სავაჭრო ცენტრის და რესტორნის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 ივლისიდან 2022 წლის 31 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2020 წლის 08 მაისის №4948153 და 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე, წარმოდგენილია ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882020531626, მომზადების თარიღი: 14/08/2020 წ.) თანახმად, ქალაქი თბილისში, კახეთის გზატკეცილსა და ქიზიყის ქუჩის გადაკვეთაზე, (ნაკვ. 03/006), ქალაქი თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კოსმონავტების სკვერის მიმდებარედ არსებული №01.19.21.003.134 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “დემასი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200066221). მეწარმეთა და არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს “დემასი”-ს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ მალხაზ საბაძე და დევანოზ ინასარიძე. შპს “დემასი”-ს 2020 წლის 12 ოქტომბრის წესდების მე-4 მუხლის მიხედვით, დირექტორები საზოგადოების სახელით მოქმედებენ დამოუკიდებლად და მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენენ ცალ-ცალკე. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს “დემასი”-ს დირექტორის მალხაზ საბაძის მიერ - განმცხადებლის გივი კახაბრიშვილის სახელზე გაცემული 2020 წლის 19 აგვისტოს მინდობილობა (რეგისტრაციის ნომერი: №200572594), რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გივი კახაბრიშვილის 2020 წლის 29 ოქტომბრის №AR1785040 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 მაისის №4948153 და 2020 წლის 31 ივლისის №5046892 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 October 2020Files uploaded
  3. 29 October 2020Decision5166697 - Granted

Documents

Other files1

  • არს.ფოტოები.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal