ქალაქი თბილისი , სარაჯიშვილის გამზირი
Decision
- Decision number
- 5176382
- Decision date
- 6 November 2020
- Outcome
- Other
- Construction period
- 15 October 2020 – 15 October 2022
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სალომე ხოფერია
- Developer (company ID)
- 400121131
Parcel
- Cadastral code
- 01.11.04.023.002
- Owner
- პეტრე კაჭკაჭიშვილი (P/N: *********89)
- Area
- 300 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.04.023.002Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1785103
- Status
- Not reviewed
- Registered
- 29 October 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 8 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 6 November 2020City answer
2020 წლის 29 ოქტომბრის №AR1785103 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 29 ოქტომბერს №AR1785103 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5144818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5144818 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.04.023.002), სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან 2022 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5144818 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: საერთო ფართობად 1762.81 კვ.მ-ის ნაცვლად 1762.64 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 286.52 კვ.მ-ის ნაცვლად 286.35 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ +19.30 და +21.89 ნიშნულების ექსპლიკაციებზე არ არის გამოტანილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი (ფერითი აღნიშვნა), ასევე +19.30 ნიშნულის გეგმაზე 1-2 და ბ-გ ღერძებში მითითებული ფართი (10.02 კვ.მ.) არასწორად არის შეყვანილი კომერციულ ფართობში, ვინაიდან აღნიშნული ფართობი წარმოადგენს სადარბაზოს ფართობს. +21.89 ნიშნულის გეგმაზე არასრულყოფილად არის დატანილი კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობი, დატანილია მხოლოდ 4.97 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. დააზუსტოს მოთხოვნა კომერციულ, კიბის უჯრედის და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 15 ოქტომბრის №5144818 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ +19.30 და +21.89 ნიშნულების გეგმების იდენტური გეგმები ექსპლიკაციებით (გეგმარების შეცვლის გარეშე) შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2020 წლის 29 ოქტომბრის №AR1785103 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 6 November 2020Decision5176382 - Other
- 29 October 2020Files uploaded
Documents
Other files1
- mindobiloba.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal