OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , რობაქიძის გამზ. N7გ-ს მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , მასივი დიღომი , კვარტალი I , N14ა კორპუსის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა რობაქიძე , N 7გ

AR1785567Construction permitOther use2 November 2020- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5180898
Decision date
10 November 2020
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
შალვა ლეკიაშვილი
Developer (company ID)
402050588

Parcel

Cadastral code
01.13.04.004.032
Owner
შპს არქიპლიუს (402050588)
Area
1,339 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1785567
Status
Approved
Registered
2 November 2020
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
4

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 10 November 2020City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 02 ნოემბერს №AR1785567 განცხადებით მომართა შალვა ლეკიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, რობაქიძის გამზ. №7გ-ს მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, მასივი დიღომი, კვარტალი I, №14ა კორპუსის მიმდებარედ; ქალაქი თბილისი, ქუჩა რობაქიძე, №7გ-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.13.04.004.032), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 2023 წლის 12 ივლისის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1600.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1495.2 კვ.მ., დამხმარე ფართობი 166.1 კვ.მ-ის ნაცვლად 193.5 კვ.მ., საერთო ფართობი 7484.3 კვ.მ-ის ნაცვლად 7406.7 კვ.მ. ასევე, მოთხოვნილია აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით ჩანაცვლება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882020541427, მომზადების თარიღი: 13/08/2020 16:29:41) №01.13.04.004.032 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „არქიპლიუს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402050588). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი: B20003860, 17/01/2020 წ.) შპს „არქიპლიუს“-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ გიორგი ხურციძე. სამსახურში წარმოდგენილია გიორგი ხურციძის მიერ შალვა ლეკიაშვილის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №200901897, რეგისტრაციის თარიღი: 04.11.2020 წ). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებაში და ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 1495.2 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 193.5 კვ.მ., საერთო ფართობი: 7406.7 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5141263 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 10 November 2020Decision5180898 - Granted
  3. 9 November 2020City answer
  4. 9 November 2020Files uploaded
  5. 6 November 2020City answer
  6. 6 November 2020Files uploaded
  7. 6 November 2020Files uploaded
  8. 4 November 2020City answer
  9. 4 November 2020Files uploaded
  10. 4 November 2020Files uploaded
  11. 2 November 2020Files uploaded

Documents

Drawings and project files3

  • რობაქიძე - კორექტირებული გეგმები.pdfOpen ↗
  • რობაქიძე - კორექტირებული გეგმები 03.11.2020.pdfOpen ↗
  • რობაქიძე - კორექტირებული გეგმები 03.11.2020.pdfOpen ↗

Other files3

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal