ქალაქი თბილისი, იური გაგარინის ქუჩა, N 20ა, ქალაქი თბილისი, იური გაგარინის ქუჩა, N 22, ქალაქი თბილისი , გელოვანის ქუჩაზე "საქენერგო"-ს სადისპეჩერო სამმართველოს მიმდებარედ, (ნაკვეთი N3/2)
Decision
- Decision number
- 5178402
- Decision date
- 9 November 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ბენდელიანი
- Developer (company ID)
- 405049479
Parcel
- Cadastral code
- 01.10.11.001.387
- Owner
- შპს "ეკო 133" (405049479)
- Area
- 1,356 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.10.11.001.387Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1785928
- Status
- Approved
- Registered
- 3 November 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 6 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 November 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 03 ნოემბერს №AR1785928 განცხადებით მომართა გიორგი ბენდელიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომის გასწორება ფუნქციური ზონების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანებით ქალაქ თბილისში, იური გაგარინის ქუჩა, №20ა, ქალაქი თბილისი, იური გაგარინის ქუჩა, №22, ქალაქი თბილისი, გელოვანის ქუჩაზე "საქენერგო"-ს სადისპეჩერო სამმართველოს მიმდებარედ (ნაკვეთი №3/2) არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.10.11.001.387), სასტუმროს მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანების დანართში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ფუნქციური ზონების მითითების ნაწილში. კერძოდ, აღნიშნულ დანართში საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2-თან (სსზ-2) და სატრანსპორტო ზონა-1-თან (ტზ-1) ერთად დაფიქსირებულია ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ), ხოლო საპროექტო მიწის ნაკვეთზე ვრცელდება მხოლოდ საზოგადოებრივი საქმიანი ზონა-2 (სსზ-2) და სატრანსპორტო ზონა-1 (ტზ-1). შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის – რუკის მიხედვით, №01.10.11.001.387 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ვრცელდება საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2 (სსზ-2) და სატრანსპორტო ზონა-1 (ტზ-1). ხოლო, №01.10.11.001.387 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ნაწილზე, გამწვანებული ტერიტორიების რუკის შესაბამისად, ვრცელდება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) (ინტერაქტიულ რუკაზე „ფუნქციური ზონები“-ს ფენის ჩართვის შემდეგ ფუნქციური ზონების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის სანახავად საჭიროა მონიშნოთ საპროექტო მიწის ნაკვეთის ის ნაწილი, რომელზეც ვრცელდება ლსზ). შესაბამისად, სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანების დანართში ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანებაში, ფუნქციური ზონების ველში გამორჩენილია სატრანსპორტო ზონა-1-ის (ტზ-1) და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის (ლსზ) დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანებაში და: 1.1 „ფუნქციური ზონა (ზონები)“-ის ველში დაემატოს: „სატრანსპორტო ზონა-1 (ტზ-1) - სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს (გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს/შენობა-ნაგებობებს (მათ შორის მიწისქვეშა ავტოსადგომებს), ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს; ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა (ლსზ) - ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს, როგორც წესი, თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებს გარეთ არსებულ ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას.“. 1.2 „გაფრთხილების“ ველში დაემატოს: „შენობა-ნაგებობა განთავსდეს საზოგადოებრივ საქმიანი ზონა-2-ის (სსზ-2) არეალში.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 12 ოქტომბრის №5138735 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 9 November 2020Decision5178402 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal