ქალაქი თბილისი, ჩარგლის ქუჩა, N 79ბ
Decision
- Decision number
- 5212993
- Decision date
- 18 December 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- კახაბერ ხატიაშვილი
- Developer (company ID)
- 200015170
Parcel
- Cadastral code
- 01.12.04.001.231
- Owner
- შპს "რეგიალი" (200015170)
- Area
- 7,751 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.12.04.001.231Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1790498
- Status
- Approved
- Registered
- 24 November 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 24 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 18 December 2020Decision5212993 - Granted
- 18 December 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 24 ნოემბერს №AR1790498 განცხადებით მომართა კახაბერ ხატიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჩარგლის ქუჩა №79-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.04.001.231), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი №2) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირებულია შპს “რეგიალი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200015170). სამსახურის 2020 წლის 27 მაისის №4964105 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილებას, კერძოდ, დამკვეთად შპს “რეგიალი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200015170) ნაცვლად შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია № 882020934349; მომზადების თარიღი: 09/12/2020 წ.) ქალაქ თბილისში, ჩარგლის ქუჩა №79ბ-ში მდებარე №01.12.04.001.231 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს წარმოადგენენ შპს “რეგიალი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200015170) (მიწის დაზუსტებული ფართი 7751.00 კვ.მ-დან 3297.1 კვ.მ., შენობა №1 და შენობა №2 (მშენებარე) საერთო ფართობით 7995.8 კვ.მ.) და შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046) (მიწის დაზუსტებული ფართი 7751.00 კვ.მ-დან 4453.9 კვ.მ., შენობა №3 (მშენებარე) საერთო ფართობით 9258.9 კვ.მ.). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი №B19065716, 12/06/2019 წ.) შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს კახაბერ ხატიაშვილი. ხოლო, შპს “რეგიალი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200015170) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს - გია პირველაშვილი (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი, მომზადების თარიღი B20029051, 09/05/2020 წ.). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს “რეგიალი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №200015170) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - გია პირველაშვილის მიერ გაცემული 2020 წლის 02 დეკემბრის თანხმობა, სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში დამკვეთად შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი”-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046) დაფიქსირებასთან დაკავშირებით. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს “ეიმ ბილდინგ კომპანი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: №206318046). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 10 დეკემბრის №4784590 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 December 2020City answer
- 2 December 2020Files uploaded
- 24 November 2020Files uploaded
Documents
Consents and orders1
- რეგიალის თანხმობა და ნებართვა.pdfOpen ↗
Other files1
- მშენებლობის ნებართვა.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal