ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N4; კორპუსი N5; კორპუსი N6; კორპუსი N7
Decision
- Decision number
- 5217794
- Decision date
- 8 December 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოფიო ბერიშვილი
- Developer (company ID)
- 400199370
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.003.094
- Owner
- შპს "კ 1" (400199245)
- Area
- 6,039 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.003.094Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1793121
- Status
- Approved
- Registered
- 7 December 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 December 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 07 დეკემბერს №AR1793121 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, თ. ერისთავის ქუჩა №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.094), შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (სექტორი №2, სახლი №5) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 07 ნოემბრიდან 2020 წლის 07 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, №5 სახლისთვის განკუთვნილია 23 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 341.6 კვ.მ), რომელიც დატანილია სამსახურის 2020 წლის 21 სექტემბრის №5111019 ბრძანებით შეთანხმებულ ავტოსადგომების გადანაწილების განახლებულ სქემაზე. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული 23 ღია ავტოსადგომის (ფართობი: 341.6 კვ.მ.) ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირება. განმცხადებელს ასევე სურს ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნას შიდა ავტოსადგომების ფართობი, ვინაიდან აღნიშნული შიდა ავტოსადგომების ფართობი განკუთვნილია №7 ბლოკისთვის. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. ამასთან, ავტოსადგომების გადანაწილების სქემაზე დატანილ იქნა №5 ბლოკისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომების ფართობები (23 ავტოსადგომი). სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებიდან შიდა ავტოსადგომების ფართობის (1116.2 კვ.მ.) ამოღებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 3978.6 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებაში და: 1.1. ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელბიდან ამოღებულ იქნას ავტოსადგომების ფართობი 1116.2 კვ.მ. აღნიშნულის გათვალისწინებით საერთო ფართობად დაფიქსირდეს 3978.6 კვ.მ. 1.2. ტექნიკურ ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად, №5 ბლოკისთვის დაფიქსირდეს: 23 ღია ავტოსადგომი (ფართობი 341.6 კვ.მ). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების გადანაწილების სქემა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ავტოსადგომების გადანაწილების სქემით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 07 ნოემბრის №4741236 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 December 2020Decision5217794 - Granted
- 7 December 2020Files uploaded
Documents
Other files1
- #5 07.12.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal