ქალაქი თბილისი , დასახლება მუხიანი , არსებული ავჭალა 1-ში , შესასვლეი გზის მიმდებარედ.
Decision
- Decision number
- 5217580
- Decision date
- 8 December 2020
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ჯემალ ლელაშვილი
- Developer (company ID)
- 405018145
Parcel
- Cadastral code
- 01.11.17.004.025
- Owner
- ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Area
- 1,989 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.11.17.004.025Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1793312
- Status
- Approved
- Registered
- 8 December 2020
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 0 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 December 2020City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2020 წლის 08 დეკემბერს №AR1793312 განცხადებით მომართა ჯემალ ლელაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 აპრილის №643049 გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისში, დასახლება მუხიანი, არსებული ავჭალა 1-ში, შესასვლელი გზის მიმდებარედ არსებულ, №01.11.17.004.025 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2013 წლის 16 ივლისის №794093 და 2015 წლის 16 აპრილის №1839593 ბრძანებებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ფუნქციურ ზონის და საკადასტრო გეგმის ნაწილში. სამსახურის 2020 წლის 04 ნოემბრის №5166535 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.17.004.025) შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 07 დეკემბრიდან 2021 წლის 07 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ნომენკლატურის ველში „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ვინაიდან, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დამტკიცებულია მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული) მშენებლობის მიზნით, ასევე, შეთანხმებულია მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, მათ საფუძველზე გაცემული მშენებლობის ნებართვაშიც დაფიქსირებულ უნდა იქნას „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებაში და ნომენკლატურის ველში „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს: „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 07 დეკემბრის №5215609 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 8 December 2020Decision5217580 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal