ქალაქი თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N122
Decision
- Decision number
- 5259548
- Decision date
- 22 January 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ვასილ ტატიაშვილი
- Developer (company ID)
- 206097338
Parcel
- Cadastral code
- 01.17.11.029.074
- Owner
- შპს "ლერწამი" (206097338)
- Area
- 2,917 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.17.11.029.074Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-1
- K1
- 0.7
- K2
- 3.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1799626
- Status
- Approved
- Registered
- 20 January 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 22 January 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 20 იანვარს №AR1799626 განცხადებით მომართა ვასილ ტატიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებით შეთანხმდა შეთანხმდა ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №122-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.11.029.074) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა "ბ" ბლოკი არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 29 ივნისიდან 2022 წლის 29 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 06 ნოემბრის №5176770 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში და საერთო ფართობად დაფიქსირდა: 4923.25 კვ.მ., საოფისე ფართობად 2887.85 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 745.90 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 607.20 კვ.მ., დამხმარე ფართობად 24.90 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებით შეთანხმებული -3.00, +24.90 და +31.50 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2020 წლის 14 ოქტომბრის №AR1781893 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, დამხმარე ფართობი 24.90 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 150.5 კვ.მ, საერთო ფართობი 4923.25 კვ.მ-ის ნაცვლად 5048.85 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: დამხმარე ფართობი: 150.5 კვ.მ., საერთო ფართობი: 5048.85 კვ.მ. სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანებით შეთანხმებული +8.40, +11.70, +15.00, +18.30, +21.60, +24.90, +28.20 და +31.50 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 29 ივნისის №4990959 და 2020 წლის 06 ნოემბრის №5176770 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 22 January 2021Decision5259548 - Granted
- 20 January 2021Files uploaded
Documents
Other files1
- salos.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal