OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, მარსელის ქუჩა, N 4

AR1800827Construction permitOther use29 January 2021- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
5277227
Decision date
4 February 2021
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნოდარ სანდუხაძე
Developer (company ID)
405133822

Parcel

Cadastral code
01.11.05.029.300
Owner
შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
Area
7,744 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1800827
Status
Rejected
Registered
29 January 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
6 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 February 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 29 იანვარს №AR1800827 განცხადებით მომართა ნოდარ სანდუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.05.029.300 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალფუნქციური კომპლექსის (სექტორი 3, საცხოვრებელი ბლოკი “დ”, ბლოკი “ე”) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 16 ივლისიდან 2021 წლის 16 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061406 ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: კომერციული ფართობი: 1464.6 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 402.3 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2020 წლის 03 აგვისტოს №AR1765624 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციით სექტორი 3-ში, “დ” და “ე” ბლოკებისთვის განკუთვნილია ღია ავტოსადგომები, რომლის ფართობი ბრძანებაში არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებაში დაფიქსირებას და ასევე, წარმოდგენილი ღია ავტოსადგომების სქემის დამატებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. წარმოდგენილი და საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი ავტოსადგომების სქემაზე შეთანხმებულთან მიმართებით განხორციელებულია ისეთი ცვლილებები, რომელიც საჭიროებს არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირება). აღნიშნულის თაობაზე ასევე განგემარტათ 2020 წლის 29 დეკემბრის №5243375 გადაწყვეტილებით. აქვე განგიმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ გსურთ სამსახურის 2020 წლის 16 ივლისის №5022056 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების სქემისგან განსხვავებული სქემის შეთანხმება, საჭიროა, მოთხოვნა დააყენოთ არქიტექტურული პროექტის ცვლილებაზე (არქიტექტურული პროექტის კორექტირებაზე). წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 February 2021Decision5277227 - Refused
  3. 27 January 2021Files uploaded

Documents

Other files1

  • დ და ე-ბლოკი.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal