OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი ზურგოვანი, ასი ათასი მოწამის ქუჩა, N 13

AR1802035Construction permitOther use3 February 2021- Zurgovani
Sign in to follow

Decision

Decision number
5276996
Decision date
4 February 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ვახტანგი ტოგონიძე
Developer (company ID)
404583036

Parcel

Cadastral code
01.72.14.014.962
Owner
ავთანდილ ქავთარაძე (P/N: *********79)
Area
3,260 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1802035
Status
Approved
Registered
3 February 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 4 February 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 03 თებერვალს №AR1802035 განცხადებით მომართა ვახტანგი ტოგონიძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ ზურგოვანში, ასი ათასი მოწამის ქუჩა №13-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.962), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 22 დეკემბრიდან 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საერთო ფართობად 7514.2 კვ.მ-ის ნაცვლად 7333.7 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 16.7 კვ.მ-ის ნაცვლად 53.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 868.2 კვ.მ-ის ნაცვლად 650.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882020791949; მომზადების თარიღი: 27/10/2020 წ.) №01.72.14.014.962 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ოპტიმა (საიდენტიფიკაციო ნომერი: №404583036). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს ოპტიმას ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვახტანგ ტოგონიძე. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ 1 სართულის გეგმა 0.00 ნიშნულზე და გადახურული ავტოფარეხი, საყარაულო ჯიხურის გეგმა 0.00 ნიშნულზე არ იცვლება, უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ: საერთო ფართობად დაფიქსირდეს 7333.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად 53.7 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 650.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებით შეთანხმებული 1 სართულის გეგმა 0.00 ნიშნულზე და გადახურული ავტოფარეხი, საყარაულო ჯიხურის გეგმა 0.00 ნიშნულზე ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 დეკემბრის №5223093 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 4 February 2021Decision5276996 - Granted
  3. 3 February 2021Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • კორექტირებული გეგმები +.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal