ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N 5
Decision
- Decision number
- 5321234
- Decision date
- 11 March 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზაზა ბასილაძე
- Developer (company ID)
- 204527609
Parcel
- Cadastral code
- 01.13.03.016.026
- Owner
- შპს "პარტნერ დისტრიბუშენ" (406492335)
- Area
- 1,654 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 16 November 2026
Plots and zoning
- 01.13.03.016.026Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1805610
- Status
- Not reviewed
- Registered
- 23 February 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 16 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 11 March 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 23 თებერვლის AR1805610 განცხადება, რომლითაც ითხოვთ ქ. თბილისში, საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ N 01.13.03.016.026 მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებას. 1. ..მოთხოვნის შინაარსი -> .მოთხოვნის ტექსტი: -> განიმარტოს ყველა არსებული შენობის დემონტაჟი იგეგმება თუ არა. 2. საინფორმაციო დაფა-ბანერი -> .საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 3. ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ (გარდა II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) -> განმარტებითი ბარათი:-> აღწერეთ ინფორმაცია დაგეგმილი გამწვანების შესახებ (სავარაუდო პროექტის აღწერით). 4. თქვენს დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს.კ 01.13.03.016.026 მდებარეობს „არქეოლოგიური უბანი“-ს არეალში, შესაბამისად, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სსიპ - „საქართველოს ეროვნული მუზეუმი“-ს თანხმობა საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით. 5. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე გადის ხაზოვანი ნაგებობა ს/კ 01.01.834(მიწისქვეშა წყალმომარაგების ქსელი, მესაკუთრე- შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“), საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და მის მიერ გრაფიკულად დამოწმებული გენგეგმა. 6. ვინაიდან საპროექტო ტერიტორიაზე გადის ხაზოვანი ნაგებობა ს/კ 01.02.285 ( ელექტროგადამცემი ხაზი მესაკუთრე- სსიპ თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო), საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი მესაკუთრის თანხმობა ჩასატარებელ სამუშაოებთან დაკავშირებით და მის მიერ გრაფიკულად დამოწმებული გენგეგმა. 7. საჭიროა დაზუსტდეს საცხოვრებელი ფუნქციის პოროცენტულობა. 8. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №44 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებაში, კერძოდ ზემოაღნიშნული ცვლილებით მე-13 მუხლის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურული პროექტი უნდა მოიცავდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე წარმოადგინეთ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა საპროექტო ტერიტორიის სატრანსპორტო/საგზაო ინფრასტრუქტურის დატანით საკვლევ ტერიტორიასთან კავშირის ჩვენებით. განგიმარტავთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სქემა სამსახურის მიერ გადაგზავნილი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში და სააგენტოს მიერ შეთანხმებული სქემა თქვენ მიერ უნდა შეთანხმდეს ქალაქ თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხოლო საბოლოო შეთანხმებული სქემები წერილებთან ერთად წარმოდგემილი იქნას არქიტექტურის სამსახურში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისთვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოსადგენად თქვენ გეძლევათ გადაწყვეტილების ოფიციალური წესით გაცნობიდან 15 სამუშაო დღე. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2021 წლის 23 თებერვლის AR1805610 განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 11 March 2021Decision5321234
- 23 February 2021Files uploaded
- 23 February 2021Files uploaded
Documents
Drawings and project files1
- agmaSeneblis_xeivani_ [number].dwg
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal