OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი I , და მუხიანის I მ/რ-ს შორის

AR1806702Construction permitOther use26 February 2021- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
5314582
Decision date
5 March 2021
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რევაზ ებრალიძე
Developer (company ID)
400160829

Parcel

Cadastral code
01.11.13.001.125
Owner
შპს "ევროპული სახლი" (400160829)
Area
3,320 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1806702
Status
Not reviewed
Registered
26 February 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
7 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 5 March 2021City answer

    2021 წლის 26 თებერვლის №AR1806702 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 26 თებერვალს №AR1806702 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, გლდანი, მიკრო/რაიონი I და მუხიანის I მ/რ-ს შორის, არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.11.13.001.125), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213973 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 დეკემბრიდან 2023 წლის 04 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმებულ +31.80 ნიშნულის გეგმაზე შეცდომით არის დატანილი ექსპლიკაცია. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული გეგმის ჩანაცვლებას წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი გეგმით. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმებულ +35.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილი კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობების ჯამი (41.7 კვ.მ) და ამავე ნიშნულის გეგმაზე ექსპლიკაციაში დაფიქსირებული ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებელი (40.7 კვ.მ) ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, ამავე ნიშნულის გეგმაზე დატანილი ლიფტის სამანქანოს ფართობი შეყვანილია კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში. აღნიშნული ფართობი შეყვანილ უნდა იქნას დამხმარე ფართობში. ამასთან, არასწორად მოხდა განცხადების რეგისტრაცია „ცვლილება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურაში. საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით, რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 განცხადება დაარეგისტრიროს “ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში” ნომენკლატურით. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, დამხმარე და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.3 +31.80 ნიშნულის გეგმასთან ერთად წარმოადგინოს სამსახურის 2020 წლის 30 ნოემბრის №5204688 ბრძანებით შეთანხმებული +35.00 ნიშნულის გეგმების იდენტური +35.00 ნიშნულის გეგმა მხოლოდ ფართობების დაზუსტებით (გეგმარების ცვლილების გარეშე). 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 26 თებერვლის №AR1806702 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 5 March 2021Decision5314582 - Other
  3. 26 February 2021Files uploaded
  4. 26 February 2021Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • მეთერთმეტე სართულის გეგმა +31,80 ნიშNულზე.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal