ქალაქი თბილისი , ქუჩა ბოჭორმის , N 11
Decision
- Decision number
- 5314971
- Decision date
- 9 March 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ნიჟარაძე
- Developer (company ID)
- 405431215
Parcel
- Cadastral code
- 01.17.01.135.008
- Owner
- ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული
- Area
- 714 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.17.01.135.008Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Commercial / business
- Sub-zone
- ssz-2
- K1
- 0.7
- K2
- 4.6
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1807714
- Status
- Approved
- Registered
- 2 March 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 9 March 2021Decision5314971 - Granted
- 9 March 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 02 მარტს №AR1807714 განცხადებით მომართა გიორგი ნიჟარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ბოჭორმის ქუჩა №11-ში, №01.17.01.135.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ უთითებს, რომ აღნიშნულ ბრძანებაში საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულებაში საცხოვრებელი (70%) და საოფისე (30%) ნაცვლად მითითებული უნდა იყოს საცხოვრებელი (70%) და სასტუმრო (30%). დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 24 სექტემბრის №ბ01.01202685 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ბოჭორმის ქუჩა №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.17.01.135.008) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის, როგორც მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის არაუმეტეს შენობის საერთო ფართობის 70%-ის განთავსების მიზნით გაიცა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება. ხოლო, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემის თაობაზე 2020 წლის 24 სექტემბრის №დ16.01202682 დასკვნაში საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულებაში მიეთითა სასტუმრო და საცხოვრებელი. 2020 წლის 28 სექტემბრის №AR1776464 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.17.01.135.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. ამავე განცხადებაზე განმცხადებელი განმარტავდა, რომ სურდა საცხოვრებელი (70%) და სასტუმრო (30%) ფუნქცია/დანიშნულების მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობა. სამსახურმა განიხილა აღნიშნული საკითხი და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტის ფუნქცია/დანიშნულება არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებაში და ფუნქცია/დანიშნულებად მიეთითოს: საცხოვრებელი (70%); სასტუმრო (30%). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 14 დეკემბრის №5221781 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 March 2021Files uploaded
Documents
Other files1
- bochormis_11_proeqtis shetanxmeba_shualeduri_25-02-2021.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal