ქალაქი თბილისი , ქუჩა ბეთლემი , N 24
Decision
- Decision number
- 5313792
- Decision date
- 5 March 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ზურაბ წულაია
- Developer (company ID)
- 204527173
Parcel
- Cadastral code
- 01.18.03.071.004
- Owner
- შპს "კლაბ ჰაუზი" (204527173)
- Area
- 338 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.18.03.071.004Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-3
- K1
- 0.5
- K2
- 1.5
- K3
- 0.2
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1807971
- Status
- Approved
- Registered
- 4 March 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 1 day
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 5 March 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 04 მარტს №AR1807971 განცხადებით მომართა ზურაბ წულაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ბეთლემის ქ. №24-ში ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 26 იანვრიდან 2022 წლის 26 იანვრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "ქლაბ ჰაუზი" (ს/ნ: 204527173). განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, სარდაფის ფართობი 157.8 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 157.7 კვ.მ., საერთო ფართობი 865.5 კვ.მ-ის ნაცვლად 865.4 კვ.მ. ამასთან, დამკვეთის საინდეტიფიკაციო ნომერი „204527173“-ის ნაცვლად დაფიქსირებულია „20452173“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882020549818, მომზადების თარიღი: 29/09/2020), ქ. თბილისში, ბეთლემის ქ. №24-ში მდებარე, №01.18.03.071.004 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "ქლაბ ჰაუზი", რომლის საიდენტიფიკაციო ნომერია: №204527173. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: სარდაფის ფართობი: 157.7 კვ.მ., საერთო ფართობი: 865.4 კვ.მ. 1.2 დამკვეთის ინფორმაციის ველში, საინდეტიფიკაციო კოდი „20452173“-ის ნაცვლად დაფიქსირდეს: „204527173“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 26 იანვრის №5264018 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 5 March 2021Decision5313792 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal