ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი, ხატაეთის ქუჩა N40
Decision
- Decision number
- 5369061
- Decision date
- 15 April 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სალომე ხოფერია
- Developer (company ID)
- 400121131
Parcel
- Cadastral code
- 01.72.14.036.095
- Owner
- ნინა მურადაშვილი (P/N: *********68)
- Area
- 843 m²
- Land use
- სასოფლო-სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.72.14.036.095Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-5
- K1
- 0.5
- K2
- 2.1
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1813730
- Status
- Approved
- Registered
- 24 March 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 22 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 April 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 24 მარტს №AR1813730 განცხადებით მომართა სალომე ხოფერიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ხატაეთის ქუჩა №40-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.095), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 23 მარტიდან 2023 წლის 23 მარტის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 171.2 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 235.4 კვ.მ., დამხმარე ფართობი 51.7 კვ.მ-ის ნაცვლად 55.85 კვ.მ., ხოლო, საერთო ფართობი 2033.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2101.55 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და არქიტექტურული გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 235.4 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 55.85 კვ.მ., საერთო ფართობი: 2101.55 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.00, +6.20, +9.40 და +22.20 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 23 მარტის №5337077 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 15 April 2021Decision5369061 - Granted
- 14 April 2021City answer
- 14 April 2021Files uploaded
- 24 March 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal