OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირის II ჩიხი N5ა; ქალაქი თბილისი , ი.ჭავჭავაძის გამზირი , II ჩიხი N5

AR1815357Construction permitOther use1 April 2021- Tskneti
Sign in to follow

Decision

Decision number
5382373
Decision date
26 April 2021
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნიკოლოზ აბაშიძე
Organization
8734
Developer (company ID)
202937983

Parcel

Cadastral code
01.14.14.011.196
Owner
შპს "ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა" (202937983)
Area
1,492 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1815357
Status
Rejected
Registered
1 April 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
25 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 26 April 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 01 აპრილს №AR1815357 განცხადებით მომართა ნიკოლოზ აბაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310661 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310661 გადაწყვეტილებით ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირის II ჩიხი №5ა, ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი II ჩიხი №5-ში არსებულ შპს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.14.14.011.196) დადასტურდა ღობის მოწყობის შესაძლებლობა. 2021 წლის 01 აპრილის №AR1815357 განცხადებით მოთხოვნილია 2021 წლის 02 მარტის №5310661 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას იმ საფუძვლით რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს უკანონოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურს უფლება აქვს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონიერი აქტი, რომელიც, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს კანონიერი, ხოლო ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით, განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310661 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. დამატებით გაცნობებთ, რომ 2021 წლის 31 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “მზიური 2010”-ის თავმჯდომარის ნუკრი ნიაზაშვილის წარმომადგენლის თინათინ გუგუნავას მიერ წარდგენილ იქნა №19/01210901136-01 ადმინისტრაციული საჩივარი სამსახურის 2021 წლის 02 მარტის №5310661 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით. განგიმარტავთ, რომ ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საჩივარი განხილვის პროცესშია. სამსახური იმოქმედებს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილების შესაბამისად. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 26 April 2021Decision5382373 - Refused
  3. 1 April 2021Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal