OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ზაჰესი , სკოლის მიმდებარედ

AR1815769Construction permitOther use5 April 2021- Zahesi
Sign in to follow

Decision

Decision number
5363904
Decision date
14 April 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ლევანი ბაშარული
Developer (company ID)
405290607

Parcel

Cadastral code
72.12.03.481
Owner
ლაშა ჩაფიძე (P/N: *********78)
Area
1,174 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1815769
Status
Approved
Registered
5 April 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 14 April 2021Decision5363904 - Granted
  2. 14 April 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 05 აპრილს №AR1815769 განცხადებით მომართა ლევანი ბაშარულმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ზაჰესი, სკოლის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №72.12.03.481), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 26 ნოემბრის №4767254 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 26 ნოემბრიდან 2021 წლის 26 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 31 მარტის №5348690 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2019 წლის 26 ნოემბრის №4767254 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ცვლილების შეტანას. კერძოდ, საზაფხულო ფართობად 138.5 კვ.მ-ის ნაცვლად 128.4 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2961.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2950.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882021186464, მომზადების თარიღი: 18/03/2021 წ.) №72.12.03.481 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლეგი ქონსთრაქშენ“ (ს/ნ: 405290607). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: №B19141782, მომზადების თარიღი: 18/12/2019 წ.), შპს „ლეგი ქონსთრაქშენ“-ის (ს/ნ: 405290607) ხელმძღვანელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ლევანი ბაშარული. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდეს: საზაფხულო ფართობი: 128.4 კვ.მ., საერთო ფართობი: 2950.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 ოქტომბრის №4724040 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal