OpenCAD
Rejected

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ფატმანის ქუჩა, N 16

AR1816806Construction permitOther use21 April 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5390552
Decision date
29 April 2021
Outcome
Refused
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ეკატერინე ქავთარაძე
Developer (company ID)
405238899

Parcel

Cadastral code
01.72.14.035.940
Owner
შპს "კრეატივ ქონსთრაქშენ" (405238899)
Area
1,149 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1816806
Status
Rejected
Registered
21 April 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
8 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 April 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 აპრილს №AR1816806 განცხადებით მომართა ეკატერინე ქავთარაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის №5154478 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ 2020 წლის 22 ოქტომბრის №5154478 გადაწყვეტილებით №01.72.14.035.846 და №01.72.14.035.847 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. 2021 წლის 21 აპრილის №AR1816806 განცხადებით მოთხოვნილია 2020 წლის 22 ოქტომბრის №5154478 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას იმ საფუძვლით რომ აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს უკანონოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლი განსაზღვრავს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძვლებს, კერძოდ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სამსახურს უფლება აქვს ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონიერი აქტი, რომელიც, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით უნდა იყოს კანონიერი, ხოლო ამავე კოდექსის მე–60 პრიმა მუხლით, განსაზღვრულია აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები, კერძოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამასთან, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლით განსაზღვრული არცერთი საფუძველი, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა სამსახურის 2020 წლის 22 ოქტომბრის №5154478 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 29 April 2021Decision5390552 - Refused

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal