OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა, N 43

AR1818045Construction permitOther use15 April 2021- Dighomi
Sign in to follow

Applicant

Name
ნინო ჯოჯუა
Developer (company ID)
205244225

Parcel

Cadastral code
01.72.14.037.343
Owner
შპს თერმა სერვისი (205244225)
Area
1,000 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1818045
Status
Not reviewed
Registered
15 April 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
14 days
from registration to the city's last answer
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 29 April 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში წარმოდგენილი თქვენი 2021 წლის 15 აპრილის №AR1818045 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ 2021 წლის 09 აპრილს № AR1816803 განცხადებით სამსახურს მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა №43-ში, №01.72.14.037.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება. აღნიშნულ განცხადებაზე სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის №5382926 გადაწყვეტილებით განმცხადებელს დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა, რისთვისაც განესაზღვრა შესაბამისი ვადა. “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” 101-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება და ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. კანონმდებლობა, ასევე, განსაზღვრავს განმცხადებლის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე წარმოსადგენ დოკუმენტაციას. გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე ზემოაღნიშნულ საპროექტო მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.037.343) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. განგიმარტავთ, რომ შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მშენებლობის ნებართვა. დამატებით განგიმარტავთ, რომ თქვენს დაინტერესებაში არსებულ ობიექტთან დაკავშირებით შეტყობინების განსახორციელებლად განცხადება შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tas.ge), შემდეგი ნომენკლატურით: ელექტრონული განაცხადები - საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა - შეტყობინება არქიტექტურულ ობიექტზე - შემდეგ ატვირთოთ თქვენ ხელთ არსებული დოკუმენტაცია და შესაბამისი განმარტება. გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა წარმოდგენილ შეტყობინებაში ნათლად და გარკვევით დაფიქსირდეს რატომ ეწინააღმდეგებით კონკრეტულ სამშენებლო სამუშაოებს (რა ნორმებს ეწინააღმდეგება შესათანხმებელი სამშენებლო სამუშაოები) და რა ზიანი გადგებათ განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებით. საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას თქვენ მიერ დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal