OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი I , და მუხიანის I მ/რ-ს შორის

AR1827588Construction permitOther use21 May 2021- Gldani
Sign in to follow

Decision

Decision number
5438862
Decision date
8 June 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
რევაზ ებრალიძე
Developer (company ID)
404611844

Parcel

Cadastral code
01.11.13.001.124
Owner
შპს "ევროპული სახლი" (400160829)
Area
3,300 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1827588
Status
Approved
Registered
21 May 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
18 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 8 June 2021Decision5438862 - Granted
  2. 8 June 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 მაისს №AR1827588 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5188276 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, გლდანი, მიკრო/რაიონი I, და მუხიანის I მ/რ-ს შორის, №01.11.13.001.124 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ევროპული სახლი“ (ს/ნ: 400160829). წარმოდგენილი განაცხადით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ევროპული სახლი“-ის (ს/ნ: 400160829) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დაფიქსირება. საჯარო რეესტრი ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021336462, მომზადების თარიღი: 27/04/2021 წ.) თანახმად, №01.11.13.001.124 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს „შპს სტუდიო დეველოპმენტი” (ს/ნ: 404611844). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21018717, მომზადების თარიღი: 05/03/2021 წ.) შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დირექტორს წარმოადგენს გიორგი ახალკაციშვილი (პ/ნ: 01004008733). სამსახურში წარმოდგენილია გიორგი ახალკაციშვილის მიერ განმცხადებლის - რევაზ ებრალიძის სახელზე გაცემული 2021 წლის 21 მაისის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.001.124 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404611844), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დაფიქსირებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ევროპული სახლი“-ს (ს/ნ: 400160829) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5214009 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში

    Show more
  3. 21 May 2021Files uploaded

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal