ქალაქი თბილისი , გლდანი , მიკრო/რაიონი I , და მუხიანის I მ/რ-ს შორის
Decision
- Decision number
- 5438874
- Decision date
- 8 June 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- რევაზ ებრალიძე
- Developer (company ID)
- 404611844
Parcel
- Cadastral code
- 01.11.13.001.123
- Owner
- შპს "ევროპული სახლი" (400160829)
- Area
- 3,380 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026
Plots and zoning
- 01.11.13.001.123Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Recreational
- Sub-zone
- rz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1827589
- Status
- Approved
- Registered
- 21 May 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 18 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 8 June 2021Decision5438874 - Granted
- 8 June 2021City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში ცვლილების შეტანისა და ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 მაისს №AR1827589 განცხადებით მომართა რევაზ ებრალიძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5194366 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქი თბილისში, გლდანი, მიკრო/რაიონი I და მუხიანის I მ/რ-ს შორის, №01.11.13.001.123 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „ევროპული სახლი“ (ს/ნ: 400160829). წარმოდგენილი განცხადებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო, მოთხოვნილია სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „ევროპული სახლის“ (ს/ნ: 400160829) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს “სტუდიო დეველოპმენტის” (ს/ნ: 404611844) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882021336488, მომზადების თარიღი: 27/04/2021 წ.) თანახმად, №01.11.13.001.123 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს “სტუდიო დეველოპმენტი” (ს/ნ: 404611844). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21018717, მომზადების თარიღი: 05/03/2021 წ.) შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დირექტორს წარმოადგენს გიორგი ახალკაციშვილი (პ/ნ: 01004008733). სამსახურში წარმოდგენილია გიორგი ახალკაციშვილის მიერ განმცხადებლის - რევაზ ებრალიძის სახელზე გაცემული 2021 წლის 21 მაისის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. ამასთან, სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2020 წლის 1 დეკემბრის №AR1791010 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 30 თვეზე და შესაბამისად, მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. კერძოდ „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით” ნაცვლად შეცდომით დაფიქსირდა „მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით”. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.001.123 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“ (ს/ნ: 404611844), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844) დაფიქსირებას. ამასთან, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „ევროპული სახლი“-ს (ს/ნ: 400160829) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „სტუდიო დეველოპმენტი“-ს (ს/ნ: 404611844). 2. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 4 დეკემბრიდან 2023 წლის 4 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად“. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 4 დეკემბრის №5213914 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში
Show moreShow less
- 21 May 2021Files uploaded
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal