OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩა, N 13

AR1828331Construction permitOther use27 May 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5422209
Decision date
27 May 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ზვიად დალალიშვილი
Developer (company ID)
405170452

Parcel

Cadastral code
01.72.14.039.281
Owner
შპს "სწრაფმშენი" (405170452)
Area
600 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 1 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1828331
Status
Approved
Registered
27 May 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
0 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 27 May 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 27 მაისს №AR1828331 განცხადებით მომართა ზვიად დალალიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 აპრილის №5335767 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩა №13-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.039.281), ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 16 ივნისიდან 2022 წლის 16 ივნისის ჩათვლით“. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2021 წლის 19 აპრილის №AR1818040 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე და სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით, თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებაში და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 14 მაისის ჩათვლით“. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 14 მაისის №5398860 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 27 May 2021Decision5422209 - Granted
  3. 27 May 2021Files uploaded

Documents

Other files1

  • მშენებლობის ნებართვა-281.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal