OpenCAD
Not reviewed

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 90

AR1828597Construction permitOther use28 May 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5457599
Decision date
18 June 2021
Outcome
Other
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405106503

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.424
Owner
ჯანსუღ ვაშაყმაძე (P/N: *********62)
Area
3,512 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1828597
Status
Not reviewed
Registered
28 May 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
21 days
from registration to the decision
Rounds of remarks
1

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 18 June 2021City answer

    2021 წლის 28 მაისის №AR1828597 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 28 მაისს №AR1828597 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, №01.72.14.038.424 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (“ბ” და “ც” ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №3765067 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 იანვრიდან 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის №4318573 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ საერთო, საცხოვრებელ და ავტოსადგომის (შიდა) ფართობებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 637.5 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილ ღია ავტოსადგომების ფართობების ჯამურ მაჩვენებელს და დაადგინდა, რომ წარმოდგენილი “ბ” და “ც” ბლოკებისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომის ფართობის ჯამურ მაჩვენებელში არასწორად არის ჩათვლილი სამსახურის 2017 წლის 19 ოქტომბრის №3625165 ბრძანებით შეთანხმებული “ა” ბლოკისთვის განკუთვნილი №1-№20 (250 კვ.მ - სულ 20 ღია ავტოსადგომი) ღია ავტოსადგომის ფართობებიც. ამასთან, არასწორად მოხდა განცხადების რეგისტრაცია „ცვლილება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურაში. საჭიროა განცხადება დაარეგისტრიროთ „ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით, რისთვისაც ამავე განაცხადის საფუძველზე მოგეცემათ ნომენკლატურის შეცვლის შესაძლებლობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ემუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1. განცხადება დაარეგისტრიროს “ტექნიკური ხარვეზის გასწორება ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში” ნომენკლატურით. 1.2. დააზუსტოს მოთხოვნა “ბ” და “ც” ბლოკებისთვის მიკუთვნებული ღია ავტოსადგომის ფართობთან დაკავშირებით (“ა” ბლოკისთვის განკუთვნილი №1-№20 ღია ავტოსადგომის (250 კვ.მ.) ფართობის ჩათვლის გარეშე). 1.3. წარმოადგინოს სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმის იდენტური გენ-გეგმა (გეგმარების ცვლილების გარეშე), გენ-გეგმაზე და ექსპლიკაციაზე ღია ვატოსადომების (“ბ” და “ც” ბლოკებისთვის მიკუთვნებული ) იდენტური მაჩვენებლების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2021 წლის 28 მაისის №AR1828597 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 18 June 2021Decision5457599 - Other
  3. 28 May 2021Files uploaded

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal