ქალაქი თბილისი , გამზირი ალ. ყაზბეგი , N 34
Decision
- Decision number
- 5490823
- Decision date
- 7 July 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- გიორგი ძიძიკაშვილი
- Developer (company ID)
- 204859395
Parcel
- Cadastral code
- 01.14.03.040.014
- Owner
- შპს "ლიკა" (204859395)
- Area
- 4,110 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.14.03.040.014Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1830388
- Status
- Approved
- Registered
- 7 June 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 30 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 7 July 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5184210 და 2021 წლის 26 აპრილის №5348464 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 7 ივნისს №AR1830388 განცხადებით მომართა გიორგი ძიძიკაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5184210 და 2021 წლის 26 აპრილის №5348464 ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5184210 ბრძანებით №01.14.03.040.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე არსებული №1/1 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2021 წლის 26 აპრილის №5348464 ბრძანებით შეთანხმდა, ქალაქ თბილისში, გამზირი ალ. ყაზბეგი, №34-ში, №01.14.03.040.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სავაჭრო ობიექტი - მაღაზიის (№1/1 შენობა) რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 26 აპრილიდან 2023 წლის 26 აპრილის ჩათვლით. ამასთან, 2021 წლის 7 ივნისის №AR1830386 (აღნიშნული განცხადება ხარვეზების გამოუსწორებლობის გამო განუხილველი დარჩა) და 2021 წლის 6 ივლისის №AR1836194 განცხადებებით მოთხოვნილ იქნა №1/1 შენობა-ნაგებობის დემონტაჟი. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5184210 და 2021 წლის 26 აპრილის №5348464 ბრძანებების შესაბამისად №1/1 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს მათ ძალადაკარგულად გამოცხადებას. წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ აღნიშნული ბრძანებების საფუძველზე საპროექტო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ არის განხორციელებული. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია: №882020189752; მომზადების თარიღი: 13/03/2020 წ.) ქალაქ თბილისში, გამზირი ალ. ყაზბეგი, №34-ში მდებარე, №01.14.03.040.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლიკადონი“ (ს/ნ: 204859395). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №B20015800, მომზადების თარიღი: 17/02/2020 წ.) მიხედვით, შპს „ლიკადონის“ (ს/ნ: №220355835) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი კიკვაძე. ხოლო, მის მიერ 2021 წლის 23 მარტს გიორგი ძიძკაშვილის სახელზე გაცემული მინდობილობით დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და "ლიცენზიების და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს გიორგი ძიძიკაშვილის 2021 წლის 7 ივნისის №AR1830388 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 24 ნოემბრის №5184210 და 2021 წლის 26 აპრილის №5348464 ბრძანებები. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 7 July 2021Decision5490823 - Granted
- 6 July 2021City answer
- 6 July 2021Files uploaded
- 7 June 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal