OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 90

AR1833382Construction permitOther use21 June 2021- Dighomi
Sign in to follow

Decision

Decision number
5479854
Decision date
30 June 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ირაკლი მაზიაშვილი
Developer (company ID)
405106503

Parcel

Cadastral code
01.72.14.038.424
Owner
ჯანსუღ ვაშაყმაძე (P/N: *********62)
Area
3,512 m²
Land use
სასოფლო-სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1833382
Status
Approved
Registered
21 June 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
9 days
from registration to the decision
Rounds of remarks
2

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 30 June 2021City answer

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 21 ივნისს №AR1833382 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, №01.72.14.038.424 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (“ბ” და “ც” ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2018 წლის 8 იანვრის №3765067 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 იანვრიდან 2022 წლის 8 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 25 დეკემბრის №4318573 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ საერთო, საცხოვრებელ და ავტოსადგომის (შიდა) ფართობებთან დაკავშირებით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად 387.5 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა წარმოდგენილი ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილ ღია ავტოსადგომებს და დაადგინა, რომ გენ-გეგმაზე ღია ავტოსადგომების ფართობები არ იყო დატანილი და არც ღია ავტოსადგომების ფართობები იყო ასახული ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ გენ-გეგმა არ იცვლება, უბრალოდ გენ-გეგმაზე ხდება “ბ” და “ც” ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომების ფართობების და მათი ჯამური მაჩვენებლის დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე “ბ” და “ც” ბლოკისთვის განკუთვნილი ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 387.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი შესწორებული გენ-გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 2 ნოემბრის №3654260 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 30 June 2021Decision5479854 - Granted
  3. 28 June 2021City answer
  4. 28 June 2021Files uploaded
  5. 21 June 2021Files uploaded

Documents

Drawings and project files1

  • გენგეგმა იდენტური ბ და ც ბლოკი.pdfOpen ↗

Other files1

  • gengegma eqsplikaciiT identuri.pdfOpen ↗

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal