OpenCAD
Approved

ქალაქი თბილისი , ქუჩა სულხან ცინცაძე , N 12

AR1833507Construction permitOther use22 June 2021- Saburtalo
Sign in to follow

Decision

Decision number
5513288
Decision date
21 July 2021
Outcome
Granted
The city's decision report ↗ (opens in a new tab)

Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026

Applicant

Name
ნინო ხოსრუაშვილი
Developer (company ID)
205041033

Parcel

Cadastral code
01.10.17.002.022
Owner
ი.მ.ა "აქსისი პალასი" (205041033)
Area
18,787 m²
Land use
არასასოფლო სამეურნეო

Source: NAPR, the land registry - as of 20 November 2026

Plots and zoning

from the city zoning map (snapshot 30 September 2026)

Document

Number
AR1833507
Status
Approved
Registered
22 June 2021
Type
Construction permit

Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026

Case progress

Length of the case
1 day
from the last re-submission to the decision
Rounds of remarks
5

Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.

Timeline

Newest first.

  1. 21 July 2021City answer

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 22 ივნისს №AR1833507 განცხადებით მომართა ნინო ხოსრუაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩა №12-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.17.002.022), მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 ივნისიდან 2020 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 1 აგვისტოს №4614613 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული +14.70 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდა 2019 წლის 5 ივლისის №AR1692178 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. ასევე, ამავე ველში წარმოდგენილი +75.90 ნიშნულის გეგმა დაემატა სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს. სამსახურის 2020 წლის 23 დეკემბრის №5235898 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 23 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის გეგმების PDF ფაილში გამორჩენილია +83.70 ნიშნულის გეგმა და ითხოვს აღნიშნული გეგმა დაემატოს შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას. ასევე, განმცხადებელი ითხოვს ტქნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ საოფისე ფართობად 10704.5 კვ.მ-ის ნაცვლად 10547.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 6178.4 კვ.მ-ის ნაცვლად 6335.2 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ +7.80, +11.30 და +45.80 ნიშნულების გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ საოფისე ფართობი შეადგენს 10547.77 კვ.მ-ს. ხოლო, საზაფხულო და საოფისე ფართობების ცვლილება გამოიწვევს საერთო ფართობის ცვლილებასაც და შეადგენს 46451.63 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებაში და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 10547.77 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 6335.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 46451.63 კვ.მ. სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანებით შეთანხმებული +7.80, +11.30 და +45.80 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების შესწორებული გეგმებით და ასევე, შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს გამორჩენილი +83.70 ნიშნულის გეგმა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 25 ივნისის №4560016 და 2019 წლის 1 აგვისტოს №4614613 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    Show more
  2. 21 July 2021Decision5513288 - Granted
  3. 20 July 2021City answer
  4. 20 July 2021Files uploaded
  5. 15 July 2021City answer
  6. 6 July 2021City answer
  7. 2 July 2021City answer

Documents

Other files1

Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.

All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗

Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal