ქალაქი თბილისი , ქუჩა თ. ერისთავი , N 1 , (ნაკვ. 36/077)
Decision
- Decision number
- 5483738
- Decision date
- 2 July 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- თინათინ ხუციშვილი
- Developer (company ID)
- 400219394
Parcel
- Cadastral code
- 01.12.08.036.077
- Owner
- შპს ,,ლიტვური საცხობი +'' (400026645)
- Area
- 1,902 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.12.08.036.077Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1834206
- Status
- Approved
- Registered
- 25 June 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 2 July 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 25 ივნისს №AR1834206 განცხადებით მომართა თინათინ ხუციშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ნომენკლატურასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, თ. ერისთავის ქუჩა №1-ში (ნაკვ. 36/077) არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.08.036.077), არსებული პურის ქარხნისთვის დამატებითი შესაფუთი საამქროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 27 თებერვლიდან 2019 წლის 27 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №4793454 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. ზემოაღნიშნულ ბრძანებებში, ნომენკლატურის ველში, დაფიქსირებულია მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა. სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებით კვლავ შევიდა ცვლილება სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 08 დეკემბრიდან 2021 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანების ნომენკლატურის ველში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „ფაბრიკა“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია. კერძოდ, სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 და 2019 წლის 16 დეკემბრის №4793454 ბრძანებებში, ნომენკლატურის ველში დაფიქსირებულია „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“. სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებით კი, სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 ბრძანებაში ცვლილება შევიდა მხოლოდ მშენებლობის ვადის ნაწილში. შესაბამისად, ნომენკლატურა უნდა დაფიქსირებულიყო სამსახურის 2018 წლის 27 თებერვლის №3842870 და 2019 წლის 16 დეკემბრის №4793454 ბრძანებების შესაბამისად (მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა), თუმცა, ტექნიკური შეცდომის გამო საპროექტო ობიექტი ნომენკლატურაში არასწორად დაფიქსირდ, ხოლო, ბრძანების მე-2 და მე-3 პუნქტებში ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების რეკვიზიტები სწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებაში და ბრძანების ნომენკლატურის ველში „ფაბრიკა“-ს ნაცვლად დაფიქსირდეს „მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობა“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 08 დეკემბრის №5217533 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 2 July 2021Decision5483738 - Granted
Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal