ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N 89
Decision
- Decision number
- 5562918
- Decision date
- 24 August 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ირაკლი მაზიაშვილი
- Developer (company ID)
- 405305799
Parcel
- Cadastral code
- 01.10.08.005.102
- Owner
- მედეია ელიზბარაშვილი (P/N: *********58)
- Area
- 4,566 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.10.08.005.102Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Residential
- Sub-zone
- sz-6
- K1
- 0.5
- K2
- 2.5
- K3
- 0.1
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1835233
- Status
- Approved
- Registered
- 30 June 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 2 days
- from the last re-submission to the decision
- Rounds of remarks
- 3
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 24 August 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 30 ივნისს №AR1835233 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩა №89-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.08.005.102) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 04 აგვისტოს №5041947 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 04 აგვისტოდან 2022 წლის 4 აგვისტოს ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს 55 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 774.7 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე და 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 55 ღია ავტოსადგომი, რომლებზეც ფართობები არ იყო მითითებული. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა შეთანხმებული გენ-გეგმის და 0.00 ნიშნულის გეგმის იდენტური გენ-გეგმა და 0.00 ნიშნულის გეგმა ღია ავტოსადგომებზე ფართობების მითითებით, ჯამში 774.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 774.7 კვ.მ. (55 ღია ავტოსადგომი). 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და 0.00 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი გენ-გეგმით და 0.00 ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის №5026800 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 24 August 2021Decision5562918 - Granted
- 22 August 2021City answer
- 22 August 2021Files uploaded
- 17 August 2021City answer
- 17 August 2021Files uploaded
- 30 June 2021Files uploaded
Documents
Drawings and project files2
Other files1
- gengegma identuri shetanxmebulis.pdfOpen ↗
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal