ქალაქი თბილისი, თორნიკე ერისთავის ქუჩა N29, კორპუსი N2; კორპუსი N3
Decision
- Decision number
- 5498679
- Decision date
- 12 July 2021
- Outcome
- Granted
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- სოფიო ბერიშვილი
- Developer (company ID)
- 400216823
Parcel
- Cadastral code
- 01.12.12.003.093
- Owner
- შპს "კ 1" (400199245)
- Area
- 2,786 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 2 October 2026
Plots and zoning
- 01.12.12.003.093Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1835304
- Status
- Approved
- Registered
- 1 July 2021
- Type
- Construction permit
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 11 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 2
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 12 July 2021City answer
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 01 ივლისს №AR1835304 განცხადებით მომართა სოფიო ბერიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების და ღია ავტოსადგომების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა თ. ერისთავი, №8-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.12.12.003.093) შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული (სექტორი №1; ბლოკი №2) მრავალფუნქციური შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 მაისიდან 2021 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 2500.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2523.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 587.4 კვ.მ-ის ნაცვლად 585.8 კვ.მ., საერთო ფართობი 4241.8 კვ.მ-ის ნაცვლად 4273.9 კვ.მ. ამასთან, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის (11 კვ.მ.) დამატება. გარდა ამისა, სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებით შეთანხმებულ პარკინგების გადანაწილების სქემაზე №2 ბლოკისთვის გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები (27 ავტოსადგომი), რომლის ფართობი (401 კვ.მ.) ბრძანებაში არ არის დაფიქსირებული. შესაბამისად, განმცხადებელი ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. გარდა ამისა, 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებით შეთანხმებულ „პარკინგების გადანაწილების დაკორექტირებულ სქემა“-ზე დატანილ იქნა №2 ბლოკისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომების ფართობები (27 ავტოსადგომი). აღნიშნული 27 ღია ავტოსადგომიდან 5 ღია ავტოსადგომი (74.3 კვ.მ.) მდებარეობს №01.12.12.003.093 საკადასტრო ერთეულზე, ხოლო 22 ღია ავტოსადგომი (326.7 კვ.მ.) - №01.12.12.003.094 საკადასტრო ერთეულზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 2523.3 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 585.8 კვ.მ., საერთო ფართობად: 4273.9 კვ.მ., ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაემატოს დამხმარე ფართობი: 11.0 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე დაფიქსირდეს შემდეგი ჩანაწერი: „№2 ბლოკისთვის დაფიქსირდეს 27 ღია ავტოსადგომი (ფართობი 401 კვ.მ.), რომლიდანაც №01.12.12.003.093 საკადასტრო ერთეულზე მდებარეობს 5 (ხუთი) ღია ავტოსადგომი 74.3 კვ.მ. ფართობით, ხოლო, №01.12.12.003.094 საკადასტრო ერთეულზე - 22 ღია ავტოსადგომი 326.7 კვ.მ. ფართობით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 მაისის №5406258 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
Show moreShow less
- 12 July 2021Decision5498679 - Granted
- 9 July 2021City answer
- 9 July 2021Files uploaded
- 1 July 2021Files uploaded
Documents
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal