ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი #114
Decision
- Decision number
- 5503973
- Decision date
- 15 July 2021
Source: TAS, the city's permit system - as of 21 November 2026
Applicant
- Name
- ალექსანდრე ჩიტუნაშვილი
- Developer (company ID)
- 201948063
Parcel
- Cadastral code
- 01.13.05.003.006
- Owner
- შ.პ.ს. "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია" (201948063)
- Area
- 27,185 m²
- Land use
- არასასოფლო სამეურნეო
Source: NAPR, the land registry - as of 3 October 2026
Plots and zoning
- 01.13.05.003.006Registry extract ↗ (opens in a new tab)
- Zone
- Industrial
- Sub-zone
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- Industrial zone: the city map gives no K2 for this zone type (0 means "not published", not a building ban). Check the zoning regulation.
- K3
- 0
from the city zoning map (snapshot 30 September 2026)
Document
- Number
- AR1835835
- Status
- Not reviewed
- Registered
- 8 July 2021
- Type
- Correction
Source: TAS, the city's permit system - read from TAS 1 October 2026
Case progress
- Length of the case
- 7 days
- from registration to the decision
- Rounds of remarks
- 1
Who holds the case comes from its current status; calendar days, counted only for a stretch the record dates; a round is each answer of the city.
Timeline
Newest first.
- 15 July 2021City answer
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ– ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია რომლის პასუხად გაცნობებთ: 1. თქვენ მიერ არასწორად არის არჩეული ნომენკლატურა, ნაცვლად „კორექტირება“ უნდა აირჩიოთ „რეკონსტრუქცია“ , რისთვისაც გეძლევათ ნომენკლატურის შეცვლის საშუალება წარმოდგენილ განცხადებაზე და საჭიროა ისარგებლეთ შესაბამისი ღილაკით. 2. კორექტირებული ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : წარმოსადგენია საკადასტრო გეგმა საპროექტო საჩრდილობლის დატანით და გაითვალისწინეთ: თუ საჩრდილობლის რეკონსტრუქცია იგეგმება საკადასტრო საზღვრის გარეთ, წარმოსადგენი იქნება ქონების მართვის სააგენტოს თანხმობა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით. ასევე, „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების 34–ე მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით დასაშვებია მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის ნაწილებისა და არქიტექტურული დეტალების ქუჩის ან სხვა საზოგადოებრივ ტერიტორიაზე/სივრცეში გრუნტის ზედაპირიდან 2.7 მ-დან 4.5 სიმაღლეზე დროებითი მსუბუქი კონსტრუქციების, ფარდულების, ტენტების, მარკიზების შეჭრა.თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი. ამასთანავე ტროტუარის კიდის ვერტიკალურ წარმოსახვითი სიბრტყიდან ასეთ არქიტექტურულ ნაწილებამდე, მათ შორის საყრდენ სვეტებამდე დარჩენილი, ბუნებრივი (ხე-ნარგავები, გაზონი) ან/და ხელოვნური (განათების ბოძი, მცირე არქიტექტურული ფორმები) წინაღობისაგან თავისუფალი, გასავლელის სიგანე უნდა იყოს მინიმუმ 1.2 მ, თუმცა საჭიროებს საზოგადოებრივი სივრცის მესაკუთრესთან შეთანხმებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაიტანეთ ტროტუარიდან საჩრდილობლის ქვედა კიდემდე სიმაღლე და ასევე, მიუთითეთ მანძილი ტროტუარის კიდემდე. გაითვალისწინეთ: "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, აბრებზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სათარგმნია ლოგო. საქართველოს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ 24-ე და 25-ე მუხლების თანახმად "საჯარო ინფორმირებისათვის განკუთვნილი განცხადების, შეტყობინების, სასათაურო წარწერის, პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე სრულდება. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზეც. ამ კანონით დადგენილ შემთხვევებში ოფიციალური სახელწოდების სახელმწიფო და არასახელმწიფო ენებზე გადმოცემისას სახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი თავსდება წინ (მარცხნივ ან ზევით), ხოლო არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტი – შემდეგ (მარჯვნივ ან ქვევით). არასახელმწიფო ენაზე შესრულებული ტექსტის სახელმწიფო ენაზე შესრულებულ ტექსტთან ერთად გამოყენებისას არასახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტი სახელმწიფოენოვანი ტექსტის შრიფტზე დიდი არ უნდა იყოს". აღნიშნული უნდა განხორციელდეს თითოეულ სიბრტყეზე ცალ-ცალკე დამოუკიდებლად. გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო ენაზე შესრულებული წარწერა აღქმადი უნდა იყოს სატრანსპორტო გზის მიმართულების შესაბამისად. ვინაიდან, საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შენობა-ნაგებობებს და მათზე განთავსებულ კონკრეტული დეტალების ვიზუალურ მხარეს, სამსახურს შესაძლებლად არ მიაჩნია აღნიშნულ ღობეზე მსგავსად სარეკლამო აბრის მოწყობა. წარმოადგინეთ მეტად დახვეწილი, ალტერნატიული ვარიანტი. ზემოაღნიშნულის შესაბამისად შეასწორეთ ფოტომონტაჟი. 3. წარმოდგენილ იქნეს მეიჯარის სათაბადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს სრულყოფილ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
Show moreShow less
- 15 July 2021Decision5503973
- 6 July 2021Files uploaded
- 5 July 2021Files uploaded
Documents
Other files5
Files stay on the city's server. Personal documents (powers of attorney, ID) are not shown here.
All documents on docs.tbilisi.gov.ge ↗Source: docs.tbilisi.gov.ge - This record reflects the public registry at fetch time and is not legal advice.Request removal